ჭდე: ბრალის წარდგენა

“გოგი წულაიამ ა.დ-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა” – პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი წარუდგინა

გოგი წულაიას გულის ოპერაცია გაუკეთეს - მისი მდგომარეობა სტაბილურია

საქართველოს პროკურატურამ, ძალადობით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის გოგი წულაიას  ბრალდება წარუდგინა. 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ, რომელსაც მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა ა.ს.-სთან, სთხოვა მას თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაჰყოლოდა და მოლაპარაკებაში დახმარებოდა. ა.დ. შეთავაზებას დათანხმდა და იმავე დღეს, გ.წ.-სთან და ლ.ჟ.-სთან ერთად თბილისში ჩამოვიდა, სადაც ლ.ჟ.-მ გ.წ.-ს თხოვნით ბინა უქირავა მას, გასაღები გადასცა და […]

თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მარი შარაშიძეს ბრალი წარედგინა

მარი შარაშიძე - "თამარ ბაჩალიაშვილი სიკვდილამდე 1 თვით ადრე საფრთხის შესახებ მაფრთხილებდა"

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე მარი შარაშიძეს ბრალდება წარუდგინა. “თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა  მედიასაშუალებით გაასაჯაროვეს ფოტომასალა ე.წ. “სქრინშოტები”, რაც ასახავდა გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილსა და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის სოციალურ ქსელში გამართულ კომუნიკაციას. აღნიშნული ფოტომასალა ადვოკატებმა მტკიცებულების სახით დაურთეს საქართველოს პროკურატურაში წარმოდგენილ საჩივრებს და ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძველზე მოითხოვეს თამარ ბაჩალიაშვილის […]

რუსთავში ცოტნე აღდგომელაძის განზრახ მკვლელობისთვის ვ.ზ-ს ბრალი წარუდგინეს

"ცოტნე აღდგომელაძეს ჩხუბში მონაწილე პირმა მანქანა დააჯახა და მოკლა" - რა მოხდა რუსთავში

პროკურატურამ სოფელ ფოლადაანთკარში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. თავდაპირველად, ბრალდებულს ბრალი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ავტომანქანის მართვისას მოძრაობის წესების დარღვევის შედეგად ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და განსაცდელში მიტოვება ედებოდა, თუმცა, მას მოგვიანებით ბრალდება განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა. პროკურატურის ცნობითვე, დაკავებული პირი საკუთარი ავტომანქანით გზაზე მიმავალ ერთ-ერთ პირს დაედევნა და შურისძიების მიზნით, მოკვლის განზრახვით მაღალი სიჩქარით […]

ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობისთვის ვასილ ჯანჯღავას ბრალი წარუდგინეს

ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობისთვის ვასილ ჯანჯღავას ბრალი წარუდგინეს

ავჭალაში, ავტომანქანაში ჩაცხრილული ვალერიან ნემსიწვერიძის მკვლელობის საქმეზე ბრალი შემთხვევის ადგილზე მდებარე მაღაზიის მეპატრონეს – ვასილ ჯანჯღავას წარუდგინეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მოკლულის ოჯახის ადვოკატმა ნიკოლოზ წულეისკირმა განუცხადა. როგორც წულეისკირი განმარტავს, ჯანჯღავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და მას სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ. ადვოკატის თქმითვე, ჯანჯღავას ბრალი გასულ თვეს, სისხლის სამართლის კოდექსის, 236-ე და 108-ე მუხლებით წარუდგინეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის […]

დავით გარეჯის საქმეში ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ბრალი წარედგინათ

"რუსთავი 2"-ის ქვეკონტრაქტორ კომპანიებში პროკურატურა შევიდა

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულ ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი ოფიციალურად წარედგინათ. როგორც საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე აცხადებს, დაკავებულებისთვის წარდგენილი ბრალდება მძიმე კატეგორიის დანაშაულს მიეკუთვნება. სადრაძის თქმითვე, ბრალდებულები ბრალს არ აღიარებენ. „დასრულდა ბრალდებულებისთვის ბრალდების ოფიციალური გაცნობა. მათ ბრალად ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.ეს დანაშაული განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულია. ბრალდების […]

გია საფაროვის მკვლელობის საქმეზე 3 პირს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა

"კუკიაზე ჩხუბი ამტყდარა, გასაშველებლად გია საფაროვი გამოსულა და მოუკლავთ"

თბილისში მომხდარ მკვლელობის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს ბრალი წარუდგინა. გია საფაროვის განზრახ მკვლელობის ფაქტზე პროკურატურამ გ.ზ-ს, აგრეთვე განზრახ მკვლელობის შესახებ ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დ.თ.-ს და ბ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 26 აგვისტოს, ქ. თბილისში, გ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, […]

გორში დავით სვიანაძის მკვლელობისთვის თურქ ჰასან დოგანს ბრალი წაუყენეს

გორში მოკლული პოლიციელი დავით სვიანაძეა - ბრალდებული თურქეთის მოქალაქეა

გორში პოლიციის თანამშრომლის დავით სვიანაძის მკვლელობის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ჰასან დოგანს ბრალი წარუდგინეს. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის ფაქტზე, თურქეთის მოქალაქე ჰ.დ.-ს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1 ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა ჰ.დ.-მ ქ.გორში, პოლიციის თანამშრომლის დ.ს-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც […]

სოფია ნიკოლეიშვილის დაღუპვის ფაქტზე სკოლა “ალბიონის” 2 პედაგოგს ბრალი წარედგინა

ლაგოდეხში 16 წლის სოფია ნიკოლეიშვილის ცხედარი მაშველებმა მდინარიდან 14 საათის ძებნის შემდეგ ამოასვენეს

2019 წლის 26 მაისს, ლაგოდეხში ტრაგიკულად დაღუპული სოფია ნიკოლეიშვილის გარდაცვალების საქმეზე სკოლა „ალბიონის“ ორ პედაგოგს პროკურატურამ ბრალი გულგრილობის მუხლით წარუდგინა. ამის შესახებ განცხადება გენერალურ პროკურატურაში გაკეთდა. საქმე ეხება 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში, ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს. „საქართველოს პროკურატურამ, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის […]

“ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი წესის დარღვევით აქვს წარდგენილი”

ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი დადგენილი წესის დარღვევით აქვს წარდგენილი და არა 24 საათში, როგორც ამას კანონი მოითხოვს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე განუცხადა. როგორც ჭაბაშვილი განმარტავს, სახელმწიფო ბრალდებას ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე მტკიცებულებები კანონის დარღვევით აქვს მოპოვებული. „წინა სასამართლო სხდომაზე გარკვეული შუამდგომლობები დავაყენეთ, პროკურორსაც ჰქონდა შუამდგომლობა. თუმცა, მოგეხსენებათ, ზურაბ ადეიშვილის დაცვაში […]

ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს

ლევან ხაბეიშვილი - არავინ არავის არ დასჯის მარტივი რამის გამო - ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს. როგორც დეკანოიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ხაბეიშვილს ბრალი, სსკ-ს 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. „აბსურდია, როგორც ჩანს, პროკურატურამ ეს ნაწილი ცალკე გამოყო და ცალკე განიხილა, რაც არის სისულელე. […]