ჭდე: დაკითხვა

ლევან ხაბეიშვილმა პროკურატურას კალაძის დაკითხვა მოსთხოვა

კალაძე - "ხაბეიშვილისგან ჩვენი ქვეყანა ღმერთმა დაიფაროს, ეს არის სირცხვილი"

აუდიტის სამსახურის მიერ “ელექტროსისტემაში” ​გამოვლენილ დარღვევებზე რეაგირებისთვის თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პროკურატურას მიმართა. საგამოძიებო უწყებას შესაძლო გადაცდომებზე ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უკვე მიაწოდა. სავარაუდო გადაცდომის ფაქტები 2014-2017 წლამდე პერიოდს მოიცავს. საუბარია დიდი ოდენობით გაცემულ პრემიებზე, ზარალსა და არამიზნობრივ ხარჯებზე. “დღეს პროკურატურაში ჩვენ შევიტანეთ განცხადება, სადაც ვითხოვთ კახი კალაძის და მისი […]

ვოლსკი – ”პრეზიდენტიც დაიკითხება, თუ საჭირო გახდა”

გია ვოლსკი - "მამუკა ბახტაძეს არ მოხსნიან!"

თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობასა და ნარკორეალიზაციაში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით განუცხადა. ვოლსკი ფიქრობს, რომ საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით მკაცრი და გაუგებარი შეფასება ჰქონდა. ,,თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ […]

ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე დაიბარეს – მას 2 მილიონ ლარს ედავებიან

ლაურა ღაჭავა - "ზვიად ქირიას არ ვეთანხმები, აურია და ვერაფერი გავიგე"

ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. ღაჭავა უწყებაში 14:00 საათზე უნდა გამოცხადდეს. ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2.160.955 ლარს. ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. […]

შსს- ირაკლი ოქრუაშვილი 23 ივლისს საქალაქო სასამართლოში დაიკითხება

შსს - კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილის 23 ივლისს დაგეგმილ დაკითხვასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. „23 ივლისს, 11:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, “გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, მოწმის სტატუსით დაიკითხება. იგი სამართალდამცველების შეკითხვებს 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით უპასუხებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, რომელიც ჯგუფური […]

გახარია პროკურატურამ დაკითხა

გიორგი გახარია - "ოპოზიციას კრიმინალების დახმარების ისტორიების მოგონების გარდა, არგუმენტი არ გააჩნია“

გახარია პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა – შს მინისტრი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. გახარიას გამოკითხვა რამდენიემ წუთის წინ დასრულდა. საქმე ეხება 20 ივნისის ღამეს. აქციის დარბევას, გაცემულ ბრძანებებს, სამართალდამცველთა ქმედებებს.

ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძე პოლიციაში დაიბარეს – ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთშია წასული

ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძე პოლიციაში დაიბარეს - ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთშია წასული

20 ივნისის ღამის სისხლიანი დარბევა – გიგი უგულავას გარდა, გამოკითხვაზე ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი ბარამიძეც დაიბარეს. ოპოზიციის ლიდერები დაკითხვაზე მისვლას არ აპირებენ და გამოძიების შეკითხვებს პასუხს მხოლოდ მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უპასუხებენ. „ერთი კვირის განმავლობაში დისტანციურ გამოკითხვაზე თანახმა ვარ, თუ არა, როცა ჩამოვალ, ნებისმიერ დროს თანახმა ვარ. 28-ში დილას ჩავაბარე შს სამინისტროში წერილი, რომ თუ რამე […]

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიციაში დაიბარეს

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიციაში დაიბარეს

ირაკლი ოქრუაშვილი პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე დაიბარეს. სავარაუდოდ, ოქრუაშვილთან სამართალდამცავ უწყებას კითხვები გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით აქვთ. პოლიტიკოსი ამბობს, რომ ის გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს და რამდენიმე წუთში პარლამენტის წინ დაანონსებულ აქციაზე მივა.

გურამ ფალავანდიშვილი და მისი ვაჟი დაკითხვაზე დაიბარეს

გურამ ფალავანდიშვილი და მისი ვაჟი დაკითხვაზე დაიბარეს

ალექსანდრე ფალავანდიშვილს და გურამ ფალავანდიშვილს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხვაზე იბარებს. საქმე ეხება ბოლო ორ დღეში განვითარებულ მოვლენებს და  „თბილისი პრაიდთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს. ვერის ბაღში, სადაც ხელმოწერების შეგროვება სახალხო ლეგიონში გასაწევრიანებლად ამ დრომდე მიმდინარეობს, ძალოვანი უწყების თანამშრომლები მივიდნენ. მათ მამა-შვილ ფალავანდიშვილების სახელმზე გამოწერილი 2 უწყება აქვთ. ამ წუთებში, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები ადგილზე არ იმყოფებიან. […]

მოკლული ჩვილის მამა მიხეილ დვალიშვილი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

მოკლული ჩვილის მამა მიხეილ დვალიშვილი პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. ბავშვის მამა არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის გამო შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება. დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ შესაძლოა, მოკლული ბავშვის მამის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გოგონა დაორსულების პერიოდში ნამდვილად იყო […]

პოლიციამ გატაცებული მირანდა გერაძე და ზურაბ ბერიკაშვილი გლდანში ბანკზე თავდასხმის საქმეზე დაკითხა

გოგონა შეყვარებულთან ერთად მანქანიანად გაიტაცეს - რა მოხდა გლდანში ბანკზე თავდასხმის წინ

გლდანის N2 პოლიციის განყოფილებაში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებამდე გატაცებული ორივე ახალგაზრდის დაკითხვა დასრულდა. პოლიციის შენობა ჯერ მირანდა გერაძემ დატოვა, მოგვიანებით კი – 30 წლის ზურაბ ბერიკაშვილმაც. ორივემ პოლიციის შენობის მიმდებარე ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა. ამ ეტაპზე უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდეს მათ პოლიციას და მოახდინეს თუ არა გამტაცებლების იდენტიფიცირება. ცნობილია, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკითხულია ათეულობით მოწმე. შსს-ს […]