ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე დაიბარეს – მას 2 მილიონ ლარს ედავებიან

ლაურა ღაჭავა დაკითხვაზე დაიბარეს - მას 2 მილიონ ლარს ედავებიანბიზნესმენი ლაურა ღაჭავა დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული. ღაჭავა უწყებაში 14:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

ლაურა ღაჭავას წინააღმდეგ საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ღაჭავას მიერ გამოყენებული ყალბი აქტივის ოდენობა და სახელმწიფოსთვის მიყენებული, ამ ეტაპზე დადგენილი ზიანი შეადგენს 2.160.955 ლარს.

ღაჭავას წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. მას 4-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

როგორც ბიზნესმენმა “ნიუპოსტთან” საუბრისას განაცხადა, საგამოძიებო უწყებიდან მას ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია და მის მიმათ სამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ ტელევიზიიდან გაიგო.

“ტელევიზიიდან გავიგე ყველაფერი, დღგ-ს ვიხდიდი ჩვეულებრივად, თუ ეს დანაშაულია, ნამდვილად არ ვიცი. არავინ არ დამკავშირებია, არც დავუბარებივარ, ჩემთვის ყველაფერი უცნობია,” – აღნიშნა ღაჭავამ.