ჭდე: დაკრძალვა

ნიკა რურუას დღეს დაკრძალავენ – “ასე ვამჯობინეთ დედაჩემის მდგომარეობიდან გამომდინარე”

"საკარნავალო ტახტი" - ნიკა რურუა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე

ნიკა რურუას დღეს, 6 დეკემბერს, დაკრძალავენ. ამის შესახებ მისმა ძმამ, გიორგი რურუამ, 4 დეკემბერს ფეისბუქში დაწერა: “გარდამეცვალა ძმა, ნიკოლოზ რურუა. პანაშვიდი ხვალ 5 დეკემბერს ზანდუკელის ქ 21. ხუთშაბათს 11-დან გადავასვენებთ ვერის სასაფლაოს ეკლესიაში, საიდანაც მოხდება 3-ზე დაკრძალვა. ასე ვამჯობინეთ დედაჩემის მდგომარეობიდან გამომდინარე.”

გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

მომღერალი გიო ხუციშვილი საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი ამაღლების ეკლესიაში გაიმართა. პანაშვიდზე თბილისის მერი კახა კალაძე, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, სხვა პოლიტიკოსები და საზოგადოების წარმომადგენლები მივიდნენ. მომღერალი გიო ხუციშვილი 11 ივნისს გარდაიცვალა. 29 მაისს ფილარმონიაში მის პატივსაცემად კონცერტი გაიმართა, კონცერტის შემდეგ კი საკონცერტო დარბაზთან მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.  გარდა საესტრადო კარიერისა, გიო ხუციშვილი მონაწილეობდა ათამდე ფილმში.

ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს

ქართული კინოს ვარსკვლავი ლეილა აბაშიძე საბურთალოს პანთეონში დაკრძალეს. მსახიობის ანდერძის მიხედვით ის დედის გვერდით დაიკრძალა. მანამდე მსახიობი ქაშვეთის ეკლესიიდან ტაშით გააცილეს. ლეილა აბაშიძე 1929 წლის პირველ აგვისტოს დაიბადა. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სამსახიობო მოღვაწეობის განმავლობაში მან 30-მდე დასამახსოვრებელი კინოროლი შექმნა. ის თავისი ეპოქის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქართველ მსახიობ ქალად […]

სტივენ ჰოკინგი ისააკ ნიუტონის და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალეს

სტივენ ჰოკინგი ისააკ ნიუტონის და ჩარლზ დარვინის გვერდით დაკრძალეს

სტივენ ჰოკინგი დაკრძალეს. სამგლოვიარო ცერემონიაზე მეგობრები, ოჯახის წევრები და საზოგადო მოღვაწეები შეიკრიბნენ. ამის შესახებ The Journal-ი წერს. ჰოკინგი ვესტმინსტერის სააბატოში, ისააკ ნიუტონის, ჩარლზ დარვინის და სხვა ბრიტანელი მეცნიერების საფლავების გვერდით დაკრძალეს. ბრიტანელი მეცნიერი, სტივენ ჰოკინგი 14 მარტს, 76 წლისა გარდაიცვალა. ჰოკინგს ამიტროპული ლატერალური სკლეროზის დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს. ლონდონში, ვესტიმნსტერის სააბატოში დიდი ბრიტანეთის ბევრი საზოგადო, […]

გია მაისაშვილი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს

გია მაისაშვილი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს

პოლიტიკოსი და „ლიდერთა სკოლის“ დამფუძნებელი გია მაისაშვილი წმინდა ნიკოლოზის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მანამდე სამოქალაქო პანაშვიდი სიონის ტაძარში მიმდინარეობდა. მაისაშვილის ოჯახს მეგობრებმა, ყოფილმა თანაგუნდელებმა, საზოგადო მოღვაწეებმა, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს. გია მაისაშვილი 56 წლის ასაკში, 26 თებერვალს გარდაიცვალა. მას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 2015 წელს დაუსვეს. პალიტრანიუსი

მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს

მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს

ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე დიდუბის პანთეონში ძმის, გიგა ლორთქიფანიძის გვერდით დაკრძალეს. მარიკა ლორთქიფანიძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სიონის ტაძარში გადაიხადეს. ისტორიკოსის ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. პანაშვიდზე იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე 8 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. მარიკა ლორთქიფანიძემ დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის […]

თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა სახლის ეზოში ლოცვა აღავლინეს. მაჩალიკაშვილებს დღეს დილიდან მომხდარის გამო მიუსამძიმრეს ახლობლებმა, პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და ა.შ. თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მამია ალასანიას ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ

მამია ალასანიას ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ

საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკ მამია ალასანიას ნარიყალაზე, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის ეზოში დაკრძალავენ. ეროვნულ გმირს სამების საკათედრო ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ. მთავრობის მეთაურის მიერ პრეზიდენტის წინაშე, ეროვნული გმირის ორდენზე წარდგენილია საქართველოს უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, ხოლო ვახტანგ გორგასლის […]

ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს

ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს

მსახიობი ლიკა ქავჟარაძე ვაკის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალეს. დღეს, 12:00 საათიდან 15:00 საათამდე ვაკეში მდებარე სამების ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. მსახიობის ხსოვნას პატივი მისმა ახლობლებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, კოლეგებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს. ლიკა ქავჟარაძე 11 ოქტომბერს, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს

გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს

საქართველოს სახალხო არტისტი, მსახიობი გივი ბერიკაშვილი საბურთალოზე, ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. დაკრძალვას მსახიობის ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან ერთად კოლეგები, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრნენ. დაკრძალვამდე სასულიერო პირმა პანაშვიდი გადაიხადა. გივი ბერიკაშვილი მარჯანიშვილის თეატრიდან გამოასვენეს, სადაც დღეს დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. მსახიობის ოჯახს სამძიმარი საქართველოს ხელისუფლების, პოლიტიკური […]