ჭდე: დაკრძალვა

ნო­დარ ხა­დუ­რი დღეს დაკ­რძა­ლეს

ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ

ფი­ნანსთა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, ნო­დარ ხა­დუ­რი, დღეს დაკ­რძა­ლეს. დი­ლი­დან სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რეს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილ­მა, უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რებ­მა – მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძემ და გია ვოლ­სკიმ. სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვიდ­ზე მო­ად­გი­ლე­ებ­თან ერ­თად მი­ვი­და თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე, ასე­ვე ოჯახს მი­უ­სამ­ძიმ­რა თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძემ. ნო­დარ […]

ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ

ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ

საქართველოს ფინანსთა ყოფილ მინისტრ ნოდარ ხადურს 14 სექტემბერს დაკრძალავენ. პანაშვიდი 12-13 სექტემბერს თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება, ხოლო 14 სექტემბერს, 14:00 საათზე ნოდარ ხადურს ტაძრიდან გამოასვენებენ. 10 სექტემბერს, 49 წლის ასაკში ფინანსთა ყოფილი მინისტრი ნოდარ ხადური გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ნოდარ ხადური 2016 წლის 1-ელი დეკემბრიდან საქართველოს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე […]

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისში დაკრძალეს

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისში დაკრძალეს

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილი პანკისის ხეობაში საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ხანგოშვილი საქართველოში 29 აგვისტოს გამთენიისას ჩამოასვენეს. ოჯახის წევრების თქმით, ხანგოშვილი რუსული სპეცსამსახურების სამიზნე გახდა, ამის მიზეზი კი რუსეთ-ჩეჩნეთის ომში ხანგოშვილის მონაწილეობა იყო. მკვლელობასთან რუსეთის სპეციალური სამსახურების კავშირის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ BBC-მაც გაავრცელა, რუსული სპეცსამსახურების კვალზე ეჭვებს გამოთქვამენ გერმანიის პოლიტიკურ წრეებშიც. ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ველოსიპედით […]

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე ბაგრატის ტაძარში დაკრძალეს

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე ბაგრატის ტაძარში დაკრძალეს

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე ბაგრატის ტაძარში დაკრძალეს. ტაძარში ლიტურგია ეპარქიის დროებითმა მმართველმა, რუსთავის მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა შეასრულა. ტაძარში მეუფეები, სხვა სასულიერო პირები და მოქალაქეები იმყოფებოდნენ. მათი თქმით, დიდია მეუფე კალისტრატეს ღვაწლი და მისი გარდაცვალება დიდი დანაკარგია, როგორც ეპარქიისთვის, ასე მარლთმადიდებლური ეკლესიისთვის. მეუფე კალისტრატე ეპარქიაში რამდენიმე წელი მსახურობდა. მისი ანდერძი იყო, რომ ბაგრატის ტაძარში დაეკრძალათ. იპნ

ხელვაჩაურის სამარხში ნაპოვნ სასულიერო პირების ნეშტებს 21 აპრილს სამოქალაქო წესით დაკრძალავენ

ხელვაჩაურის სამარხში ნაპოვნ სასულიერო პირების ნეშტებს 21 აპრილს სამოქალაქო წესით დაკრძალავენ

ხელვაჩაურში აღმოჩენილ ნეშტებს 21 აპრილს, სამოქალაქო წესით დაკრძალავენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. როგორც სასულიერო პირები განმარტავენ, მიღწეულია შეთანხმება, რომ ნაპოვნ ძვლებს დნმ-ის ანალიზიც ჩაუტარდებათ. ხელვაჩაურში სამარხში აღმოჩენილი ძვლები თითქმის 2 წლის განმავლობაში ბათუმის ღვთისმშობლის ტაძრის ტერიტორიაზე ინახებოდა. სწორედ ამას მოჰყვა მუსლიმთა თემის გაღიზიანება. ნეშტების ნაწილი მუსლიმ სასულიერო პირებს ეკუთვნის. ქართველ მუსლიმთა კავშირის […]

ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს

ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს

ნოდარ მგალობლიშვილი მახათას მთაზე პანთეონში დაკრძალეს. მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრში მთავარ სცენაზე ჩატარდა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ თბილისის მერი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი 87 წლისა გარდაიცვალა. სახალხო არტისტი უკანასკნელ გზაზე ახლობლებმა და კოლეგებმა აპლოდისმენტებით გააცილეს. ნოდარ მგალობლიშვილმა 1954 წელს, სწავლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო კოტე მარჯანიშვილის დრამატულ თეატრში. მისი ადრეული […]

გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში, მისი მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს. მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა. გურანდა გაბუნიას ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს კოლეგებმა, რომლებმაც მის სამსახიობო ღვაწლზე ისაუბრეს. თეატრისა და კინოს მსახიობი მარჯანიშვილის თეატრიდან აპლოდისმენტებით გამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. გურანდა […]

”300 ლარი ჩანთიდან ამოაცალეს” – რა მოხდა თბილისში გაზის გაჟონვით დაღუპული ძმების დაკრძალვაზე

”300 ლარი ჩანთიდან ამოაცალეს” - რა მოხდა თბილისში გაზის გაჟონვით დაღუპული ძმების დაკრძალვაზე

თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ძმები ვახო და ჯონი ყაზიშვილები სოფელ ბერბუკში დაკრძალეს. ძმები ყაზიშვილები გორის რაიონის სოფელი ზემო არცევიდან დევნილები იყვნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მშობლიურ სახლში მხოლოდ მამა დარჩა საცხოვრებლად. “გასვენება იყო, ყველა წასულები ვიყავით, ჯერ ეკლესიაში იყო დასვენებული და მერე დაკრძალეს. სახლში მოსულებმა შენიშნეს, რომ 300 ლარი აღარ იყო. ჩანთიდან ამოაცალეს. […]

ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე ქაშუეთის ეკლესიაში ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის პანაშვიდი მიმდინარეობდა. ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ლევან ჩხაიძის ახლობლებმა, მეგობრებმა, პოლიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. ლევან ჩხაიძე ტაძრიდან 15:00 საათზე გამოასვენეს. ტელეწამყვანი ლევან ჩხაიძე 21 იანვარს გარდაიცვალა. ის 33 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზად, თრომბი სახელდება. ის ბუდაპეშტში მეგობრებთან ერთად იყო. ლევან ჩხაიძემ ჟურნალისტური საქმიანობა „რადიო ჯაკოში“ დაიწყო. მოგვიანებით ის მუშაობდა ჟურნალისტად და […]

ჯორჯ ბუში უფროსი ტეხასის შტატში დაკრძალეს

ჯორჯ ბუში უფროსი ტეხასის შტატში დაკრძალეს

ტეხასში შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის დაკრძალვის ცერემონიალი გაიმართა. ჯორჯ ბუშ უფროსი მისივე სახელობის ბიბლიოთეკის ეზოში, მისი მეუღლის გვერდით დაკრძალეს. დახურული ცერემონიალი, რომელსაც მხოლოდ მისი ოჯახის წევრები ესწრებოდნენ, საპატიო ყარაულისა და სამხედრო ორკესტრის თანხლებით გაიმართა. ჰიუსტონიდან ჯორჯ ბუში უფროსის ცხედარი ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე მატარებლით მიასვენეს. 41-ე პრეზიდენტი უკანასკნელ გზაზე, ლიანდაგის გასწვრივ შეკრებილმა რამდენიმე ათასმა ადამიანმა გააცილა. ჯორჯ ბუშ უფროსი გასულ კვირას, 94 წლის ასაკში […]