ჭდე: ევაკუაცია

გურამიშვილის 9 ნომერში ევაკუაცია მიმდინარეობს

გურამიშვილის 9 ნომერში ევაკუაცია მიმდინარეობს

გურამიშვილის 9 ნომერში ევაკუაცია მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე მოსახლეობამ ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი იგრძნო. ადგილზე უკვე იმყოფებიან ყაზტრანსგაზის წარმომადგენლები და ამოწმებენ მდგომარეობას. ადგილორბივები ამბობენ, რომ ბუნებრივი აირის სუნი, დაახლეობით, 3 საათის წინ იგრძნეს, რის შემდეგაც გამოიძახეს ყაზტრანსგაზის თანამშრომლები. მოსახლეობა ამბობს, რომ ბუნებრივი აირის მკვეთრი სუნი სადარბაზოებსა და კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას. რუსთავი 2

დიდ დიღომში აფეთქებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში აფეთქებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია […]

თბილისი მოლში ევაკუაცია განხორციელდა – შენობაში მანქანა დაიწვა

თბილისი მოლში ევაკუაცია განხორციელდა - შენობაში მანქანა დაიწვა

“თბილისი მოლში” დაკვამლიანებაა. როგორც “ნიუპოსტს” ადგილზე თვითმხილველმა განუცხადა, შენობის შიგნით დაკვამლიანება და ხანძარი შეინიშნებოდა, რის გამოც ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნიუპოსტს” განუცხადეს, რომ შენობის შიგნით ავტოსადგომზე ავტომობილი დაიწვა.

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ევაკუირებულია – ოჯახები სასტუმროებში გადაანაწილეს

ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ევაკუირებულია - ოჯახები სასტუმროებში გადაანაწილეს

ზემო ფონიჭალაში, ადგილი, სადაც ტრაგედია მოხდა უსაფრთხოების მიზნით ამ დრომდე ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ევაკუირებულია. 23 ოჯახი კრწანისის გამგეობამ ოთხ სხვადასხვა სასტუმროში გადაანაწილა. დაზარალებული ოჯახების ნაწილმა კი ღამის ახლობლებთან გათენება არჩია. რამდენი ხანი მოუწევთ დაზარალებულებს სხვაგან ცხოვრება ეს შენობის მდგრადობის შესახებ ექსპერტების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული. “ყველა ბინები არის დაზარალებული […]

მლეთაში ევაკუაცია გამოცხადდა – ადიდებულმა არაგვმა კალაპოტი შეიცვალა და ჯებირები გაანგრია

მლეთაში ევაკუაცია გამოცხადდა - ადიდებულმა არაგვმა კალაპოტი შეიცვალა და ჯებირები გაანგრია

მლეთაში ევაკუაცია გამოცხადდა, მაშველებს მდინარე არაგვის სანაპიროზე მცხოვრები მოსახლეობა სახლებიდან გაჰყავთ. ადიდებულმა არაგვმა კალაპოტი შეიცვალა და ჯებირები გაანგრია. წყალდიდობამ მეწყერიც გამოიწვია. ადგილობრივების თქმით, წლებია, ამ საშიშროების წინაშე დგანან, თუმცა, მუნიციპალიტეტი ნაპირსამაგრ სამუშაოებს არ ახორციელებს. ადგილობრივები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ მოხდეს მათი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. დუშეთის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა, ადგილობრივები მოსალოდნელი საფრთხის შესახებ პირადად გააფრთხილა და ტერიტორიის […]

ბარნოვის ქუჩაზე ევაკუაცია გამოცხადდა

ბარნოვის ქუჩაზე ევაკუაცია გამოცხადდა

ბარნოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ცოტა ხნის წინ ცეცხლი გაჩნდა, მცხოვრებლები ევაკუირებულნი არიან. ადგილზე 10-მდე სახანძროა მობილიზებული. ცეცხლი უკვე 200 კვადრატულ მეტრზეა გავრცელებული. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ხანძრის გაჩენის მიზეზები უცნობია.

ყაზბეგის გამზირზე „პროკრედიტ ბანკში“ ევაკუაცია განხორციელდა

ყაზბეგის გამზირზე „პროკრედიტ ბანკში“ ევაკუაცია განხორციელდა

ყაზბეგის გამზირზე მდებარე „პროკრედიტ ბანკის“ შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბანკის პრესსამსახურში განუცხადეს, შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სიგნალი ჩაირთო, თუმცა მიზეზი არ იციან, ვინაიდან შენობაში დაკვამლიანება ან ხანძარი არ შეინიშნება. „სახანძრო და საპატრულო სამსახურები არ გამოგვიძახებია, ვინაიდან ამის საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადეს ბანკში. ამ დროისთვის ბანკის თანამშრომლები ეზოში იმყოფებიან.

რუსეთის რამდენიმე აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდა

რუსეთის რამდენიმე აეროპორტიდან ევაკუაცია განხორციელდა

ყაზანის, ვოლგოგრადის და სარატოვის აეროპორტებიდან ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ამის მიზეზი ანონიმური ზარები გახდა, რომლის თანახმადაც აეროპორტებში ბომბები იყო მოთავსებული. ტერიტორიის შემოწმების შემდეგ განგაში ცრუ აღმოჩნდა. მანამდე ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც სატელეფონო ტერორიზმისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებს. კანონის თანახმად, მსგავსი დანაშაულისთვის მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე გაიზარდა. იმედინიუსი

თბილისის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა

თბილისის აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ევაკუაციის შედეგად 3 რეისი შეფერხდა. აეროპორტის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, შეფერხდა რეისები თბილისი-ასტანის, თბილისი-თელავივის და თბილისი-თეირანის მიმართულებით. მათივე ცნობით, აეროპორტს რეისების მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შექმნია. ამ წუთებში აეროპორტში რეისი დაგვიანებით უკვე განახორციელა თბილისი-ასტანას რეისმა. დაგვიანებით რეგისტრაციას გადიან თბილისი-თელავივი და თბილისი- თეირანის მგზავრები. ინტერპრესნიუსი

ვეძებთ! – შსს აეროპორტში ბომბის ძებნაზე განცხადებას ავრცელებს

კონსტანტინე შარაშენიძის წარმომადგენელი გიორგი როყვა გაუჩინარდა? - შსს ამას არ ადასტურებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბომბის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს. „112-ზე შევიდა შეტყობინება, რომლის საფუძველზეც, პროცედურების თანახმად, პოლიციამ დაიწყო შესაბამისი მოქმედებების განხორციელება. იყო თუ არა მიღებული შეტყობინება ცრუ, აღნიშნული ღონისძიებების შედეგად დადგინდება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.