დიდ დიღომში აფეთქებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

დიდ დიღომში აფეთქებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობსდიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელი კორპუსიდან, რომელშიც აფეთქება მოხდა, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ადგილზე მუშაობს ოთხი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქება ახალაშენებული კორპუსის მეექვსე სართულზე მოხდა. დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სართული, მათ შორის პირველი სართული. ჩანგრეულია ლიფტი. აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ ორი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც კორსპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში კორპუსში გაზის სუნი იგრძნობოდა, რის გამოც მათ „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები გამოიძახეს, რომლებმაც სადარბაზო დაათვალიერეს და თქვეს, რომ რამე პრობლემას ან დაზიანებას ვერ მიაკვლიეს და ტერიტორია დატოვეს.

დიდ დიღომში აფეთქებული კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს