ჭდე: გაძვირება

მაგთი ტარიფებს მაინც გააძვირებს – 18 თებერვლიდან „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება

მაგთი ტარიფებს მაინც გააძვირებს - 18 თებერვლიდან „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება

“მაგთიკომი” ტარიფების გაძვირების გადაწყვეტილებას არ ცვლის. როგორც bm.ge-ს კომპანიაში განუცხადეს, მიუხედავად კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მოთხოვნისა, რომ ტარიფების გაძვირება დროებით შეჩერდეს იქამდე, სანამ უწყება ამ საკითხის კვლევას არ დაასრულებს, ჯერჯერობით “მაგთიკომის” გადაწყვეტილება ძალაშია და 18 თებერვლიდან ამოქმედდება. ინტერნეტის ზრდის ხარჯზე ძვირდება “მაგთიკომის” ტარიფი, რადგან 18 თებერვლიდან ტარიფი „მარტივი 25“ 30 ლარი ხდება, თუმცა, მობილური ინტერნეტი: 1500 […]

დღეიდან სიგარეტი ისევ გაძვირდა

საქართველოში სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა

დღეს, მომხმარებლებს სიგარეტი მინიმუმ, 40 თეთრით გაძვირებული დახვდათ. როგორც მწეველები ამბობენ, გაძვირდა თითქმის ყველა დასახელების სიგარეტი. მიმდინარე წელს სიგარეტი უკვე მეორედ გაძვირდა. 2019 წლის პირველი იანვარს თამბაქოზე გაზრდილი აქციზური გადასახადის გამომ, სიგარეტმა, დაახლოებით, 30-40 თეთრით მოიმატა. უცნობია, გაძვირების ახალი ტალღ რას უკავშირდება

საქართველოში სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა

საქართველოში სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა

ახალი წლის შემდეგ საქართველოში სიგარეტის ფასმა მოიმატა. თამბაქოს აქციზის ფასმა 10-დან 30 პროცენტამდე მოიმატა, სიგარეტის გაძვირება სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია. სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციაზე ფასებმა 50-დან 80-თეთრამდე მოიმატა. იმპორტიორები თამბაქოს ფასის უფრო მეტ ზრდას აანონსებენ. ეკონომისტები ამბობენ, რომ ფასის ზრდით კიდევ მეტად გაიზრდება ბიუჯეტი და მოსახლეობის დანახარჯი. „სიგარეტი მიეკუთვნება ისეთ პროდუქტებს, რომლებზეც, ფასის ზრდასთან ერთად, მომხმარებელი მკვეთრად […]

რატომ გაძვირდა პური? – რას ამბობენ მწარმოებლები

პური 10-15 თეთრით გაძვირდა

BM.GE პურის გაძვირებასთან დაკავშირებით, მწარმოებლებს ესაუბრა. მათი თქმით, ხორბალი საერთაშორისო ბაზარზე გაძვირდა, რასაც ლოგიკურად გავლენა აქვს საქართველოში პურის ფასის ზრდაზე. განსხვავავებით მთავრობისგან კერძო სექტორის ნაწილი ბაზარზე არასამართლიან და არაკონკურენტულ პირობებზე აქცენტს არ აკეთებენ. მიუხედავად ამისა, პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის მოწოდების შემდეგ, კონკურენციის სააგენტომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, უწყება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის […]

პური 10-15 თეთრით გაძვირდა

პური 10-15 თეთრით გაძვირდა

საქართველოში პირველადი მოხმარების მთავარი პროდუქტი პური 10-15 თეთრით გაძვირდა. გაძვირების მიზეზად პურპროდუქტების კომპანიის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ ფქვილზე ფასის მატებას ასახელებენ, რადგან მათი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში პურზე ფასის ხელოვნურად შენარჩუნება ხდებოდა. „ფქვილი გაძვირებულია დიდი ხანია და იმიტომ. არჩევნებზე გაჩერებული იყო და ახლა გააძვირეს,“- აცხადებენ საწარმოების წარმომადგენლები. არ არის გამორიცხული უახლოეს დღეებში პურზე ფასმა კიდევ მოიმატოს.

საქონლის ხორცი 2-4 ლარით გაძვირდა – რა გახდა მსხვილფეხა საქონლის დეფიციტის მიზეზი?

ტყვიის გადამეტებული ოდენობა ადგილობრივი საქონლის ხორცში აღმოჩნდა

ადგილობრივ ბაზარზე მსხვილფეხა საქონლის დეფიციტია, რის გამოც ხორცის ფასი გაიზარდა. ბოლო პერიოდის განმავლობაში საქონლის ხორცი 2-4 ლარით გაძვირდა. როგორც სასაკლაოების მეპატრონეები „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებენ, ხორცზე მოთხოვნა დიდია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მსხვილფეხა საქონლის შენახვა ძვირი ჯდება, ადგილობრივმა წარმოებამ იკლო, ხორცის იმპორტი კი გაიზარდა. ამას ემატება ცოცხალი საქონლის ქვეყნიდან გაყვანაც. ხორცი იმ პროდუქტების ჩამონათვალშია, რომელთაც საქართველო […]

ყურძნის ფასის ზრდამ “უსახელაური” გააძვირა

"უსახელაურის ღვინოზე მოთხოვნა დიდია, ყურძენი კი დეფიციტურია"

კომპანია “უსახელაური“, რომელიც იშვიათი ღვინის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია, პროდუქციას 5-10%-თ გააძვირებს, ამის მიზეზი კი ყურძნის ფასის ზრდაა, რაც წლევანდელ რთველზე დაფიქსირდა. როგორც შპს ,,უსახელაურის“ დამფუძნებელმა პაატა შარაშენიძემ Bm.ge-ს განუცხადა, იმის გამო, რომ წელს უსახელაურის დაბალი მოსავლიანობა იყო, ყურძნის ფასმა კილოგრამზე 15 ლარი შეადგინა, გასულ წელს კი 10-12 ლარი ღირდა. გარდა ამისა, გაზრდილი იყო მოთხოვნა უსახელაურის […]

ბენზინი რეკორდულად გაძვირდა – ბოლო რამდენიმე დღეში საწვავის ფასმა 8 თეთრამდე მოიმატა

კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიებს ჯარიმა 55-დან 3 მილიონამდე შეუმცირა

მოსახლეობა საწვავის გაძვირებას აპროტესტებს – ავტომობილების მფლობელები აცხადებენ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, ბენზინგასამართ სადგურებზე მისულებს ბენზინის ფასი მნიშვნელოვნად 5-8 თეთრამდე მომატებული დახვდათ. ექსპერტები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ და ვარაუდობენ, რომ პროცესი სამომავლოდაც გაგრძელდება. „საერთაშორისო ფასი გლობალურ ბაზრებზე არის მნიშვნელოვნად მომატებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის რეკორდულად მაღალი ფასები. მეორე მხრივ, ბოლო თვენახევრის ორი თვის განმავლობაში […]

სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა

სიგარეტი 10 თეთრით გაძვირდა

თბილისში, სავაჭრო ობიექტების ნაწილში თამბაქოს პროდუქციაზე ფასი 10 თეთრით გაიზარდა. ფასის მატება, თითქმის ყველა სახის სიგარეტს შეეხო. სავაჭრო ობიექტების ნაწილში აცხადებენ, რომ მათ ფასების მომატების შესახებ წინასწარი ინფორმაცია არ ჰქონდათ. რაც შეეხება მსხვილ სავაჭრო ობიექტებს, სიგარეტის შეძენა აქ კვლავ ძველი ფასით არის შესაძლებელი, თუმცა როგორც ამ ობიექტებში აცხადებენ, გამორიცხული არ არის მომავალი კვირიდან თამბაქოს ნაწარმზე […]

მაგთი ინტერნეტს აძვირებს

მაგთი ინტერნეტს აძვირებს

მაგთი მობილურ ინტერნეტს აძვირებს. კომპანიის ცნობით, ახალი ტარიფები ძალაში 18 იანვრიდან შევა. შედეგად, ინტერნეტ პაკეტები ზოგ შემთხვევაში 2 ლარით, ზოგ შემთხვევაში კი 5 ლარით ძვირდება. 500 MB – 5₾ 1 000 MB – 7₾ 2 000 MB – 12₾ 4 000 MB – 14₾ 6 000 MB – 18₾ 15 000 MB – 35₾