საქართველოში სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდა

საქართველოში სიგარეტი საგრძნობლად გაძვირდაახალი წლის შემდეგ საქართველოში სიგარეტის ფასმა მოიმატა. თამბაქოს აქციზის ფასმა 10-დან 30 პროცენტამდე მოიმატა, სიგარეტის გაძვირება სწორედ აღნიშნულმა გამოიწვია. სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციაზე ფასებმა 50-დან 80-თეთრამდე მოიმატა. იმპორტიორები თამბაქოს ფასის უფრო მეტ ზრდას აანონსებენ. ეკონომისტები ამბობენ, რომ ფასის ზრდით კიდევ მეტად გაიზრდება ბიუჯეტი და მოსახლეობის დანახარჯი.

„სიგარეტი მიეკუთვნება ისეთ პროდუქტებს, რომლებზეც, ფასის ზრდასთან ერთად, მომხმარებელი მკვეთრად არ მცირდება. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასი თუ გაიზრდება, მკვეთრად არ შემცირდება მწეველების რაოდენობა. მეტიც, ძალიან მცირედით შემცირდება. მეორე, მომხმარებელი მავნე პროდუქტიდან გადაერთვება კიდევ უფრო მავნეზე, ნაკლებ ღირებულ, ნაკლებ ფასიან სიგარეტზე. რაც შეეხება მიზეზს, მიზეზი არის კვლავაც იგივე, ეს არის ის, რომ მეტი ფული შევიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში და მიზეზია ის, რომ მომხმარებელმა კიდევ მეტი გადაუხადოს მთავრობას თავისი ჯიბიდან,“ – განაცხადა ეკონომისტმა, ზვიად ხორგუაშვილმა.

თამბაქოს ინდუსტრიაში აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით გაიზრდება თამბაქოს არალეგალური, ე.წ. შავი ბაზრიდან შემოტანის ფაქტები, მათ შორის, აფხაზეთიდან და სომხეთიდან.

ნიუპოსტი