ჭდე: გერმანია

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორედ აირჩიეს

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. მოქმედმა პრეზიდენტმა ბერლინში ფედერალურ კრებაზე 77%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. მედიის ინფორმაციით, ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, გერმანელთა 85% ფიქრობს, რომ ის კარგ საქმეს აკეთებს. შტაინმაიერი სარგებლობს როგორც მმართველი კოალიციის, ასევე ძირითადი კონსერვატიული ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით. გერმანიის პრეზიდენტის ასარჩევად საყოველთაო არჩევნები არ ტარდება. მას ფედერალური კრება ირჩევს. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პრეზიდენტის თანამდებობაზე პირველად […]

გერმანიაში რუს მეცნიერ ილნურ ნაგაევს ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს

გერმანიაში რუს მეცნიერ ილნურ ნაგაევს ჯაშუშობაში ბრალი წაუყენეს

გერმანიის ფედერალურმა პროკურორმა რუს მეცნიერს, რომელიც ბავარიის უნივერსიტეტში იყო დასაქმებული, ბრალი წაუყენა. გერმანიის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ბრალდებული ილნურ ნაგაევი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურს კოსმოსური სარაკეტო პროგრამა არიანის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. ბრალდების დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ 2019 წელს, ილნურ ნაგაევსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის თანამშრომლებს შორის რეგულარული შეხვედრები იმართებოდა და ბრალდებულმა ინფორმაციის გადაცემის სანაცვლოდ 2 500 […]

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი სავალდებულო ვაქცინაციას ითხოვს

გერმანია ახალი შეზღუდვებისთვის ემზადება

გერმანიაში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 112.323 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის პანდემიის დაწყების დღიდან. ამასთან, გავრცელების შვიდდღიანი მაჩვენებელი ყოველ 100.000 ადამიანზე 584.4 შემთხვევამდე გაიზარდა. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის კარლ ლაუტერბახის განცხადებით, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელებით გამოწვეული ახალი ტალღა პიკს რამდენიმე კვირაში მიაღწევს. „ვფიქრობ, პიკს თებერვლის შუა რიცხვებში მივაღწევთ, შემდეგ კი შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, […]

გერმანიაში სირიელ ანვარ რასლანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიაში სირიელ ანვარ რასლანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

გერმანიის სასამართლომ სირიელ მამაკაცს, ანვარ რასლანს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ 58 წლის რასლანი სირიის სამოქალაქო ომის დროს ციხეში 4.000-ზე მეტი ადამიანის წამებაში დამნაშავედ სცნო. როგორც ცნობილია, რასლანი 2011 წელს დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო და დამასკოში დაკავებულ აქტივისტებს 2 წლის მანძილზე აწამებდა. ბრალდების მხარემ დაადგინა, რომ […]

გერმანიაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

გერმანია ახალი შეზღუდვებისთვის ემზადება

გერმანიაში ყოველდღიური ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ერთ დღეში კორონავირუსით 80 430 ადამიანი დაინფიცირდა. დღიური მაქსიმუმი ბოლოს 26 ნოემბერს დაფიქსირდა, როცა შემთხვევების რაოდენობამ 76.000-ს გადააჭარბა. ქვეყანაში ამ დროისთვის 7.661.811 ადამიანს აქვს კორონავირუსი დადასტურებული. გარდაცვლილია 114.735 ადამიანი. რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 75% სულ მცირე ვაქცინის ერთი დოზით მაინც არის აცრილი. იპნ

გიგი კალანდაძე – “გერმანიაში გირაოთი გამათავისუფლეს, რამდენიმე კვირაში სასამართლო მექნება”

გიგი კალანდაძე - "გერმანიაში გირაოთი გამათავისუფლეს, რამდენიმე კვირაში სასამართლო მექნება"

საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის გიგი კალანდაძე დარწმუნებულია, რომ გერმანიიდან მისი ექსტრადიციის საკითხი არ დადგება. გიგი კალანდაძის განცხადებით, ის გუშინ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. როგორც მან „მთავარ არხთან“ საუბრისას აღნიშნა, რამდენიმე კვირაში გაიმართება სასამართლო, რომელიც აღნიშნულ საქმეზე შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ,,ბერლინიდან გამოფრენისას რამდენიმე წუთით მთხოვეს შეყოვნება, გადამიყვანეს პოლიციაში, დააზუსტეს ჩემი პიროვნება და მითხრეს, რომ დაკავებული ვარ, რადგან […]

გერმანიაში ანტიკოვიდურ აქციაზე 13 პოლიციელი ცემეს

გერმანიაში ანტიკოვიდურ აქციაზე 13 პოლიციელი ცემეს

გერმანიის ქალაქ მანჰაიმში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. დაპირისპირების შედეგად 13 სამართალდამცავი დაშავდა. დემონსტრაცია ძალადობაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პოლიციამ არასანქცირებული აქციის მონაწილეებს დაშლა სთხოვა, ისინი კი, მოთხოვნას არ დაემორჩილნენ. პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაკავებულია 13 ადამიანი. მანჰაიმის გარდა კოვიდშეზღუდვები გერმანიის სხვა ქალაქებშიც გააპროტესტეს. მედიის ინფორმაციით, მეკლენბურგ-წინაპომერანიის […]

პროკურატურა გერმანიას გიგი კალანდაძის გადმოცემის მოთხოვნით მიმართავს

პროკურატურა გერმანიას გიგი კალანდაძის გადმოცემის მოთხოვნით მიმართავს

გენერალური პროკურატურა საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის მოადგილის გიგი კალანდაძის გერმანიაში დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს გენერალური პროკურატურა გერმანულ მხარეს გიგი კალანდაძის საქართველოში ექსტრადიციის თაობაზე შუამდგომლობით მიმართავს. მათივე განმარტებით, საქმე ეხება 2012 წლის ივლისში ტერორისტული აქტის მომზადების აღიარების მიზნით დაკავებული პირის წამებას. „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავმა ორგანოებმა ბერლინის აეროპორტში საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ […]

ბუნდესტაგმა ოლაფ შოლცი გერმანიის კანცლერად აირჩია

გერმანიის ახალი კანცლერი ოლაფ შოლცი შეიძლება გახდეს

გერმანელმა კანონმდებლებმა ქვეყნის კანცლერად ოლაფ შოლცი აირჩიეს. ბუნდესტაგში ფარული კენჭისყრა დებატების გარეშე გაიმართა. მასში მონაწილეობა 707-მა დეპუტატმა მიიღო და ოლაფ შოლცს მხარი 395-მა დაუჭირა. შოლცის სასარგებლოდ ხმა ახალი კოალიციის, ე.წ. „შუქნიშნის“ ყველა წევრმა არ მისცა, რადგან ასე რომ ყოფილიყო, ახალი კანცლერი 416 ხმას მიიღებდა. ოლაფ შოლცის პარტიამ, „სოციალ-დემოკრატებმა“ სექტემბერში ჩატარებულ არჩევნებში ყველაზე დიდი მხარდაჭერა მოიპოვა და […]