გერმანიაში ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა

გერმანიაში ყოველდღიური ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში ერთ დღეში კორონავირუსით 80 430 ადამიანი დაინფიცირდა.

დღიური მაქსიმუმი ბოლოს 26 ნოემბერს დაფიქსირდა, როცა შემთხვევების რაოდენობამ 76.000-ს გადააჭარბა.

ქვეყანაში ამ დროისთვის 7.661.811 ადამიანს აქვს კორონავირუსი დადასტურებული.

გარდაცვლილია 114.735 ადამიანი.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, მოსახლეობის დაახლოებით 75% სულ მცირე ვაქცინის ერთი დოზით მაინც არის აცრილი.

იპნ