ჭდე: გლდანის ციხე

გლდანის ციხესთან ძველი სამარხები იპოვეს

გლდანის ციხესთან ძველი სამარხები იპოვეს

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხესთან სანიაღვრე მილი გასკდა, რამაც მიწის ჩამორეცხვა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით ნაპოვნია ძველი სამარხები. “პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტოს დაუკავშირდა, სადაც ფაქტი დაგვიდასტურეს და განგვიმარტეს, რომ “მოქალაქისგან შემოვიდა შეტყობინება ნახა ძვლები და თიხის ჭურჭელი.ტერიტორიას იცავს პოლიცია, სანამ არქეოლოგები არ მივლენ  და დაიწყებენ გამოკვლევას” – განაცხადეს შსს-ში.

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ, გლდანის #8 დაწესებულებაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული, ყელგამოჭრილი იპოვეს. როგორც “ნიუპოსტს” ადვოკატმა განუცხადა, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა, ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ჩოფიკაშვილი აცხადებს, რომ დანაშაულის იარაღი ამ დრომდე არ არის ამოღებული, რაც ეჭვებს ბადებს, რომ სუიციდის მცდელობას ადგილი არ ჰქონია. […]

გლდანის ციხესთან ხანძარია

გლდანის ციხესთან ხანძარია

გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ინფორმაცია და ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში ინფორმაციას ადასტურებენ, თუმცა ამ ეტაპზე ხანძრის ფართობს ვერ აკონკრეტებენ. როგორც უწყებაში imedinews-ს განუცხადეს, ცეცხლი გაჩნდა ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე და იწვის ბალახის საფარი. ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე სახანძრო ბრიგადა მუშაობს.