გლდანის ციხესთან ძველი სამარხები იპოვეს

გლდანის ციხესთან ძველი სამარხები იპოვესსოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხესთან სანიაღვრე მილი გასკდა, რამაც მიწის ჩამორეცხვა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით ნაპოვნია ძველი სამარხები.

“პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა სამინისტოს დაუკავშირდა, სადაც ფაქტი დაგვიდასტურეს და განგვიმარტეს, რომ “მოქალაქისგან შემოვიდა შეტყობინება ნახა ძვლები და თიხის ჭურჭელი.ტერიტორიას იცავს პოლიცია, სანამ არქეოლოგები არ მივლენ  და დაიწყებენ გამოკვლევას” – განაცხადეს შსს-ში.