ჭდე: იაპონია

იაპონიაში 5,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში, ხოკაიდოს კუნძულზე მაგნიტუდით 5,8 მიწისძვრა მოხდა. NHK-ს ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. გარდა ამისა, 74 საცხოვრებელი სახლი წყალმომარაგების გარეშე დარჩა, რეგიონში სარკინიგზო მიმოსვლა ნაწილობრივ შეფერხებულია. დღეს, ასევე ეკვადორში მაგნიტუდით 7,7 მიწისძვრა მოხდა. ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. პირველი

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7 ადამიანამდე გაიზარდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 7 ადამიანამდე გაიზარდა

იაპონიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდ ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK იუწყება. ტელეარხის ინფორმაციით, დაშავებულია 200 ადამიანი, ხოლო 30 უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. გუშინ იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმოლოგების ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ საპოროდან 60 კილმეტრის დაშორებით იყო. ზოგიერთ რაიონებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ევაკუაციის ბრძანება გასცა. მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა და ხელისუფლება […]

იაპონიაში 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ირანში მიწისძვრა მოხდა

მიწისძვრა იაპონიაში, კუნძულ ჰოკაიდოზე მოხდა. ადგილობრივი სეისმოლოგების ცნობით მიწისძრვა 7 მაგნუტუდის სიმძლავრის იყო. ამ ეტაპისთვის დაშავებულისა და ზარალის შესახებ ცნობა არ ვრცელდება. იმავდროულად, იაპონიაში ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერ ტაიფუნს „ჯების“ ებრძვიან. ბოლო მონაცემებით, სტიქიას ათამდე ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ორი ძირითადი ქალაქი კიოტო და ოსაკა მნიშვნელოვნად დაზარალდა. სტიქიის გამო, ქვეყანაში საჰაერო და სარკინიგზო მიმოსვლა შეწყდა. […]

ბოლო 25 წლის განმავლობაში იაპონიას ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა – ვიდეო

ბოლო 25 წლის განმავლობაში იაპონიას ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა - ვიდეო

ბოლო 25 წლის განმავლობაში იაპონიას ყველაზე ძლიერმა ტაიფუნმა გადაუარა. სტიქია ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ რეგიონებს უტევს. დაიხურა აეროპორტები, გადაიდო ასობით რეისი. სანაპირო ზოლიდან კი მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. დროებით თავშესაფრებში ამ დროისთვის 14 ათასზე მეტი ადამიანია გადაყვანილი. ოსაკას ყურეში ძლიერმა ქარმა სანაპიროდან 89 მეტრის სიგრძის ტანკერი გაიტაცა და ხიდს შეაჯახა. კიოტოში კი რკინიგზის სადგურის შენობას სახურავი ახადა. ბოლო […]

იაპონიაში ტაიფუნის მიახლოების გამო, 377 შიდა ავიარეისი გაუქმდა, ნაწილობრივ შეჩერდა საზღვაო მიმოსვლა

იაპონიაში ტაიფუნის მიახლოების გამო, 377 შიდა ავიარეისი გაუქმდა, ნაწილობრივ შეჩერდა საზღვაო მიმოსვლა

იაპონიაში ტაიფუნი „ჯონდარის“ მიახლოების გამო, 377 შიდა ავიარეისი გაუქმდა და ასევე ნაწილობრივ შეჩერდა საზღვაო მიმოსვლა. ამის შესახებ იაპონური ტელეარხი NHK იუწყება. ტაიფუნი „ჯონდარი“ წყნარი ოკეანიდან ჩრდილოეთ-დასავლეთით მიემართება და დღეს დილით იაპონიის სანაპიროს მიუახლოვდა. სინოპტიკოსების თქმით, ტაიფუნი შემდეგ მიმართულებას შეიცვლის დასავლეთით და კანსაის რეგიონს დაარტყამს. ტაიფუნის მიახლოებასთან დაკავშირებით, დაახლოებით 80 ათასმა ადამიანმა ევაკუაციის რეკომენდაცია მიიღო.

იაპონიაში მაღალი ტემპერატურის გამო ერთ დღეში 13 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში მაღალი ტემპერატურის გამო ერთ დღეში 13 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში ძლიერი სიცხეებია. მაღალი ტემპერატურის გამო მხოლოდ დღეს 13 ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, დასიცხვის გამო ჰოსპიტალს არაერთმა ადამიანმა მიმართა, მათ შორის სკოლის მოსწავლეებმა. უახლოეს დღეებშიც სინოტიკოსების ინფორმაციით, 35  გრადუსზე მაღალი იქნება ჰაერის ტემპერატურა, ამიტომ ისინი მოსახლეობას გარეთ გასვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებენ.

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, ათობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. სტიქიამ ყველაზე მეტად ჰიროსიმას პრეფექტურა დააზარალა. სტიქიურ უბედურება დაატყდათ თავს აგრეთვე ფუკუოკას, იამაგუტის, კიოტოსა და ოკაიამას პრეფექტურებს. სამაშველო ოპერაციაში დაახლოებით 48 ათასი სამხედრო, პოლიციელი და მეხანძრეა ჩართული. მეოტეოროლოგები უამინდობას მომდევნო დღეების განმავლობაშიც ვარაუდობენ. წყალდიდობა იაპონიაში 7 ივლისიდან დაიწყო. იმედინიუსი

ბელგიამ იაპონიასთან 0:2 ამოატრიალა და 3:2 მოიგო – ვიდეო

ბელგიამ იაპონიასთან 0:2 ამოატრიალა და 3:2 მოიგო - ვიდეო

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ შეხვედრაში ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა იაპონიის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გადავიდა. პირველი ორი გოლი თამაშში იაპონიამ გაიტანა – 48-ე წუთზე ჰარაგუჩიმ გახსნა ანგარიში და მალევე, 52-ე წუთზე ინუიმ გაიტანა გოლი. თუმცა ბელგიამ თამაშის ბოლოსკენ ძალები მოიკრიბა და იაპონიის ნაკრების კარში პირველი გოლი 69-ე წუთზე ვერტონგენმა გაიტანა, შემდეგი გოლები კი ფელაინიმ 74-ე და შადლიმ 94-ე […]

იაპონიაში მიწისძვრას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6,1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა. ამის შესახებ ტელეარხი NHK იუწყება. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ოსაკას პრეფექტურაში, მიწისძვრის კერა კი 13 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. მიწისძვრის გამო შეჩერებულია სარკინიგზო მოძრაობა, ოსაკას აეროპორტში გაუქმდა ავიარეისები. ოსაკასა და ჰიოგოს პრეფექტურებში ელექტროენერგიის გარეშე 170.000 სახლი დარჩა.

იაპონიაში მფრინავი ავტომობილი დაამზადეს და მალე გამოცდიან

იაპონიაში მფრინავი ავტომობილი დაამზადეს და მალე გამოცდიან

იაპონიაში მფრინავი ავტომობილის სრულმასშტაბიანი პროტოტიპის გამოსაცდელად მომზადების პროცესი დასრულდა. გაზეთის Sankei ცნობით, მფრინავი მანქანის გამოცდა აიტის პრეფექტურის ქალაქ ტოიოდაში ჩატარდება, სადაც საავტომობილო გიგანტის Toyota Motor ქარხნები და შტაბბინა მდებარეობს. მანქანა 4 ვინტითაა აღჭურვილი, რომლებითაც ის კვადროკოპტერის პრინციპით დაფრინავს. საავტომობილო რეჟიმში ის 3 ბორბალზე გადაადგილდება. მანქანის სიგრძე 3,7 მეტრია, სიმაღლე 1,5. სავარაუდოდ, ავტომობილი 2 მგზავრზეა გათვლილი. […]