ჭდე: იაპონია

იაპონიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 6,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ სენდაიდან 120 კილომეტრის მოშორებით, კუნძულ ჰონსიუზე იყო. მედიის ინფორმაციით, მიწისძვრას მასშტაბური ნგრევა არ მოჰყოლია. სხვა დეტალები, ჯერ ჯერობით, უცნობია. რუსთავი 2

იაპონიაში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მარტის ბოლომდე დაიკეტება

იაპონიაში სკოლები და უმაღლესი სასწავლებლები მარტის ბოლომდე დაიკეტება

იაპონიის პრემიერ-მინისტრის შინზო აბეს განცხადებით, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლები ორშაბათიდან მარტის ბოლომდე დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო მიიღო. როგორც ცნობილია, იაპონიაში კორონავირუსით 800-ზე მეტი პირი დაინფიცირდა. მათ შორის 700 ადამიანი საკრუიზო გემ, Diamond Princess-ის მგზავრები არიან. იპნ

იაპონიაში ტაიფუნამდე ცა იასამნისფრად შეიღება – დაღუპულია 33, დაკარგულია 18 ადამიანი

იაპონიაში ტაიფუნამდე ცა იასამნისფრად შეიღება - დაღუპულია 33, დაკარგულია 18 ადამიანი

იაპონიაში ტაიფუნის მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა. გარდაცვლილია 33, დაკარგულია 18 ადამიანი. ტაიფუნი “ჰაგიბისის” შემდეგ იაპონიის ცენტრალურ ნაწილში მდინარეები ადიდდა. ყველაზე მეტი ადამიანი ძლიერი წვიმის გამო ჩამოშლილმა მეწყერებმა შეიწირა. მსგავსი სიძლიერის სტიქია იაპონიაში ბოლო 60 წელია არ ყოფილა. ტოკიოს სიახლოვეს ჯერ მიწისძვრა მოხდა, ამის შემდეგ იაპონიის სანაპიროებთან ბოლო ათწლეულებში ყველაზე დიდი ტალღები დაფიქსირდა. მიწისძვრას ტაიფუნი “ჰაგიბისი” […]

ტაიფუნ ჰაგიბისს იაპონიაში მიწისძვრა დაემატა – 7 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

ტაიფუნ ჰაგიბისს იაპონიაში მიწისძვრა დაემატა - 7 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა

იაპონიაში სტიქია მძვინვარებს – ტაიფუნი და მიწისძვრა ერთდოულად მოხდა, ქვეყანაში დაფიქსირდა ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე დიდი ტალღები, – ინფორმაციას DAILYMAIL-ი ავრცელებს. 5.7 მაგნიტუდის ბიძგების შემდეგ 7.3 მილიონი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა, რომლის დროსაც გარდაიცვალა 2 ადამიანი შტორმში მოყოლის შედეგად. კოკისპირული წვიმა და ტორნადოს სიმძლავრის ქარები მოქმედებენ იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე.. გავრცელებული ქარის სიჩქარე 225 კმ/სთ-ს წარმოადგენს. ტაიფუნი […]

ტოკიოდან 5 მილიონი ადამიანის ევაკუაციას აპირებენ – იაპონიას ტაიფუნი ჰაგიბისი უახლოვდება

ტოკიოდან 5 მილიონი ადამიანის ევაკუაციას აპირებენ - იაპონიას ტაიფუნი ჰაგიბისი უახლოვდება

იაპონია ტაიფუნ „ჰაგიბისის“ მოლოდინში საგანგებო ზომებს იღებს. დაგეგმილია რკინიგზისა და აეროპორტების დახურვა. ცოტა ხნის წინ ნასამ გამოაქვეყნა ძლიერი შტორმის სურათები, რომელიც, სავარაუდოდ, იაპონიის საზღვრებს შაბათ-კვირას მიაღწევს. მეტეოროლოგები ტოკიოდან 5 მილიონი ადამიანის ევაკუაციის აუცილებლობაზე საუბრობენ. ყველა დიდ ქალაქში შეჩერდება ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე გადაიდო რაგბის მსოფლიო თასის ორი მატჩიც, რომელიც ახალ ზელანდიასა და იტალიას და ინგლისსა და საფრანგეთს […]

იაპონიის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს მახლობლად 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. სეისმოლოგების ინფორმაციით, მიწისძვრის კერა 375,8 კილომეტრის სიღრმეზე, ეპიცენტრი კი ქალაქ სინგუდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 144 კილომეტრში მდებარეობდა. შესაძლო ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.

იაპონიაში მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

იაპონიაში მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა

იაპონიის კუნძულ კიუსიუს სამხრეთის რაიონების ადგილობრივი ხელისუფლება წყალდიდობისა და მეწყერის საშიშროების გამო უკვე მილიონ 94 ათასი კაცის სასწრაფო ევაკუაციას ახდენს. ეს საშიშროება კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია. სააგენტო „კიოდოს“ ცნობით, მიაძაკის და კაგოსიმას პრეფექტურებში ევაკუაცია ეხება 517,7 ათას საცხოვრებელ სახლს, რომლებსაც დანგრევა ან დატბორვა ემუქრება. ხალხის ევაკუაცია ხდება სპორტულ დარბაზებსა და უსაფრთხო ადგილებში მდგარ სხვა დიდ შენობებში, […]

იაპონიაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა – ხელისუფლება მოსახლეობას ცუნამის საშიშროებაზე აფრთხილებს

იაპონიაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა - ხელისუფლება მოსახლეობას ცუნამის საშიშროებაზე აფრთხილებს

იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ტოკიოდან 230 მილის დაშორებით ზღვის დონიდან 6 მილის სიღრმეზე მდებარეობდა. იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტო აცხადებს, რომ შესაძლებელია კუნძულ ჰონსიუს ნაპირებს 0,2-1,0-მეტრიანი ცუნამი დაატყდეს თავს. მისივე ცნობით, რეგიონში მდებარე ატომურ ელექტროსადგურ კასივაძაკი-კარივაზე არანაირი პრობლემები არ დარეგისტრირებულა. ნიუპოსტი

იაპონიამ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება გადაიფიქრა

იაპონიამ რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება გადაიფიქრა

იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა, რუსეთთან სამშვიდობო ხელშეკრულება ივნისში, „დიდი ოცეულის“ სამიტის დროს არ გააფორმოს. ამის შესახებ „გაზეტა.რუ“ იაპონურ „ასაჰიზე“ დაყრდნობით უწყება. იაპონურმა გაზეთმა ხელისუფლებაში საკუთარი წყაროებისგან მოიპოვა ინფორმაცია, რომ მოსკოვმა და ტოკიომ ვერ გადალახეს წინააღმდეგობები უსაფრთხოების საკითხებში, ასევე ზოგიერთი ისტორიული მომენტის თაობაზე. მოლაპარაკებები ამ ურთულეს საკითხზე გრძელვადიან პერსპექტივაში კვლავ გაგრძელდება. იაპონელები შეშფოთებულები არიან აგრეთვე რუსეთის სამხედროების […]

იაპონიაში 11 აპრილს 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იაპონიაში 11 აპრილს ძლიერი მიწისძვრა მოხდა – მიწის ქვეშ 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა. მიწისძვრა ცოტა ხნის წინ მოხდა, ჯერჯერობით ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. თანდართულ ფოტოზე ასახულია 2018 წელს მომხდარი მიწისძვრის შედეგად მომხდარი კატასტროფა.