ჭდე: იგოეთი

იგოეთთან ავარიის შედეგად მძღოლიც დაიღუპა

ხულოში ტყეში ქალის ცხედარი იპოვეს

დღეს დილით იგოეთთან მომხდარი ავარიის შედეგად მძღოლიც დაიღუპა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრამვებით გზაში გარდაიცვალა. ავარია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 55 კმ-ზე, ცენტრალური ავტობანის, იგოეთის მონაკვეთთან მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსში მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა. შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]

იგოეთთან სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს უკნიდან შეეჯახა – 1 ქალი დაიღუპა

რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი რუხის ციხესთან გაქურდეს

იგოეთთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სამარშრუტო ტაქსი ტრაილერს უკნიდან შეეჯახა. შედეგად, სამარშრუტო ტაქსში მყოფი ქალი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი პირი კი დაშავდა, რომელიც კასპის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დანიშნულია ექსპერტიზები. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც […]

ავარია იგოეთთან – სატვირთოები ერთმანეთს დაეჯახნენ

ავარია იგოეთთან - სატვირთოები ერთმანეთს დაეჯახნენ

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, იგოეთის მონაკვეთთან ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს ორი სატვირთო ავტომობილი შეეჯახა, რომლებიც სპირტითა და ზეთით იყვნენ დატვირთული. სატვირთო ავტომობილების შეჯახებამ აალება და ხანძარი გამოიწვია. ადგილზე სამართალდამცველები და სახანძრო სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. ავარიის გამო მაგიტრალზე, მოძრაობა შეფერხებით მიმდინარეობს. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს.

იგოეთთან მინივენი ამოტრიალდა – დაშავდა 4 ადამიანი

იგოეთთან მინივენი ამოტრიალდა - დაშავდა 4 ადამიანი

19 მაისს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა იგოეთთან. მინივენის ტიპის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა. ,,ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ავარიის შედეგად დაშავებულია 4 ადამიანი, მათ შორის ორი არასრულწლოვანია. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კასპის საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სსკ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

იგოეთთან მანქანა ამოტრიალდა – 2 ადამიანი დაშავდა

იგოეთთან მანქანა ამოტრიალდა - 2 ადამიანი დაშავდა

იგოეთთან, ცენტრალურ მაგისტრალზე, დასავლეთისკენ მიმავალი მსუბუქი ავტომობილი ამოტრიალდა. შედეგად 2 ადამიანია დაშავებული, რომლებიც კასპის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ნიუპოსტი

იგოეთთან ავარიას ორსული ქალი შეეწირა

მახინჯაურში სახლში ორი კაცის გვამი იპოვეს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, იგოეთთან ავარია მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. არსებულ ინფორმაციით,  გარდაცვლილია ორსული ქალი. შემთხვევის ადგილას პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.