იგოეთთან ავარიას ორსული ქალი შეეწირა

იგოეთთან ავარიას ორსული ქალი შეეწირათბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, იგოეთთან ავარია მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

არსებულ ინფორმაციით,  გარდაცვლილია ორსული ქალი.

შემთხვევის ადგილას პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.