ჭდე: ინდონეზია

ინდონეზიაში მიწისძვრისას 22 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიაში მიწისძვრისას 22 ადამიანი დაიღუპა

ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა 50-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს. მედიასაშუალების ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრე 7 ბალს შეადგენდა. მიწისძვრამ ელექტროენერგიის შეზღუდვაც გამოიწვია. ინდონეზიაში მიწისძვრა 29 ივლისსაც მოხდა, რომლის დროსაც 16 ადამიანი დაიღუპა. პირველი

მიწისძვრა და ცუნამის განგაში ინდონეზიაში – ვიდეო

მიწისძვრა და ცუნამის განგაში ინდონეზიაში - ვიდეო

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ზედაპირიდან 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ქვეყანაში ცუნამის განგაში გამოცხადდა. წინასწარი ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა ტურისტულ ზონაშიც მოჰყვა. ვიდეოებს და ფოტოებს სოციალურ ქსელებში ადგილზე მყოფი ტურისტები ავრცელებენ, რომელთა შორის ცნობილი ადამიანებიც არიან. ინფორმაცია მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ არ ვრცელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქეებს […]

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად რინჯანის ვულკანთან 560 ტურისტია ჩარჩენილი

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად რინჯანის ვულკანთან 560 ტურისტია ჩარჩენილი

ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად რინჯანის ვულკანთან 560 ტურისტია ჩარჩენილი. მიწისძვრას მეწყერის ჩამოწოლა მოჰყვა, რის გამოც ტურისტები მთიდან ჩამოსვლას ვერ ახერხებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაშველები ტურისტების გამოყვანას უახლოეს დროში მოახერხებენ. საინფორმაციო სააგენტო „სინჰუას“ ცნობით, ტურისტებს შორის, 311 ჩინელი ტურისტია, ასევე არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, მალაიზიის, კანადის, საფრანგეთის, ნიდერლანდებისა და სინგაპურის მოქალაქეები. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტურისტების სიცოცხლეს საფრთხე […]

მიწისძვრა ინდონეზიაში – დაიღუპა 10 ადამიანი

ირანში მიწისძვრა მოხდა

წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების (IFRC) ცნობით, 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრას ინდონეზიაში, კუნძულ ლომბოკზე სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა. ეპიცენტრი ბალიდან 140 კილომეტრში მდებარეობდა, ვულკან რინჯარისთან ახლოს. დაშავებულია 33 ადამიანი. დანგრეულია ასამდეე სახლი. “წითელი ჯვარი” ცდილობს დაადგინოს რამდენი ადამიანია დაკარგული. უცნობია, მოხდება თუ არა მიწისქვეშა ბიძგების გამეორება. ნიუპოსტი

ინდონეზიის სანაპიროსთან 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

პაპუა-ახალი გვინეის სანაპიროებთან 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროსთან მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მარიამანიდან 72 კილომეტრში მდებარეობდა. დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინდონეზია სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. სეისმოლოგები ყოველწლიურად 6-7 ათას მიწისძვრას აფიქსირებენ.