ინდონეზიის სანაპიროსთან მაგნიტუდით 6,2 მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მარიამანიდან 72 კილომეტრში მდებარეობდა.
დაშავებულთა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ინდონეზია სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარეობს. სეისმოლოგები ყოველწლიურად 6-7 ათას მიწისძვრას აფიქსირებენ.

