ჭდე: ივანიშვილი

ივანიშვილი ჭორვილაშია გამოკეტილი და თვითიზოლაციაში იმყოფება

ივანიშვილი ჭორვილაშია გამოკეტილი და თვითიზოლაციაში იმყოფება

პრესა.ჯიმ გაარკვია რომ ოლიგარქი ივანიშვილი ოჯახთან ერთად სოფელ ჭორვილაშია და თვითიზოლაციაში იმყოფება. ერთერთი ინფორმაციით, ის მშობლიურ სოფელში რამდნეიმე დღის წინ ჩავიდა. ადგილობრივი პირი, რომელიც ივანიშვილის გარემოცვას კარგად იცნობს, გვიყვება რომ მას განსაკუთრებით ეშინია ვირუსების, რის გამოც ხელისუფლების არაფორმალურმა მმართველმა ყველა სახის შეხვედრა აკრძალა და გარესამყაროსთან კონტაქტი მაქსიმალურად შეზღუდა. მისი თქმით, ჭორვილაშია ივანიშვილის უფროსი შვილი, უტა […]

“ივანიშვილი გახარიას ამ არჩევნებს არ ჩაატარებინებს”

"ივანიშვილს გახარია პრემიერად არ სჭირდება"

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. ინტერვიუ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევამდეა ჩაწერილი. – ლადო, ვხედავთ, როგორი გამალებული ვაჭრობა მიდის პოზიციასა და ოპოზიციას შორის ადგილებთან დაკავშირებით. ხელისუფლება ამბობს, რომ ორ-სამ დღეში ახალ პაკეტს დადებს, ოპოზიციის განცხადებებიც შედარებით რბილი გახდა. რა ხდება? – არჩილ თალაკვაძეს ვუსმენდი […]

ივანიშვილმა საპატიმრო დატოვა

ივანიშვილმა საპატიმრო დატოვა

რუსთავის ნომერ მეექვსე პენიტენციალური დაწესებულების დირექტორის მოადგილემ, ჯონი ივანიშვილმა 6 წლისა და 9 თვის შემდეგ საპატიმრო დატოვა.  ივანიშვილი სასჯელს პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობისთვის იხდიდა. ცნობისათვის, ივანიშვილი 2013 წელს დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მან და ციხის დირექტორმა, ვლადიმერ კაპანაძემ შეიმუშავეს მსჯავრდებულთა მიმართ მოპყრობის არაკანონიერი მეთოდები და პატიმრებს აწამებდნენ და აშინებდნენ. მათი უშუალო ორგანიზებითა და მონაწილეობით […]

გორში მოქალაქემ ივანიშვილისა და სტალინის თოვლის ბაბუები გააკეთა

გორში მოქალაქემ ივანიშვილისა და სტალინის თოვლის ბაბუები გააკეთა

გორში მოქალაქემ ბიძინა ივანიშვილისა და სტალინის თოვლის ბაბუები გააკეთა. იდეის ავტორი დავით ტიელიძეა, რომელმაც საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტალინისა და ივანიშვილის თოვლის ბიუსტები. “ერთი წამოახედაო და აჰა წამოვახედე , მგონი ფარული ნიჭი აღმოვაჩინე” – წერს ტიელიძე. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს  დიდი გამოხმაურება მოჰყვა. კომენტარებში  საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ზოგი წერს, რომ ტიელიძის მიერ შექმნილი ბიუსტი […]

ბლუმბერგმა ივანიშვილს ჩრდილოვანი ბოსი უწოდა

6 მსახიობი, რომლებმაც ივანიშვილის “მოწყალებაზე“ უარი თქვეს 

გავლენიანი გამოცემა „ბლუმბერგი“ „ქართული ოცნების“ მიერ ლობისტური კომპანიის დაქირავების თაობაზე სტატიას აქვეყნებს, სადაც ბიძინა ივანიშვილს „ჩრდილოვან ბოსად“ მოიხსენიებს. გამოცემის ცნობით, ივანიშვილს ლობისტური კომპანიის დაქირავება კონგრესმენების ბოლოდროინდელმა წერილებმა აიძულა. ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ქვეყანა ავტორიტარიზმისკენ გადაიხარა. „ბლუმბერგის“ ინფორმაციით, დაქირავებული ლობისტები ძირითადად სწორედ „ქართული ოცნების“ მითითებებით იმუშავებენ. „ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. თავდაპირველად, თავად ივანიშვილია პასუხისმგებელი საქართველოს რეგრესისთვის, რომელიც რეპრესიებში გადაიზარდა. […]

კალაძე – “ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობაზე საუბარიც კი არ არის”

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაციები ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნებისა და მოქმედი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო გადადგომის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაბრუნების თაობაზე საუბარიც არ არის. „არანაირ პრემიერ-მინისტრობაზე არ არის საუბარი, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. რაც შეეხება სიახლეებს, შეთავაზებებს, რა თქმა უნდა, ჩვენგან მოსახლეობა ელოდება ახალ […]

ივანიშვილი – “ნაციონალებს ხელისუფლებაში მოსვლის ნული პროცენტი აქვს”

"ქიბარ ხალვაში "რუსთავი2-ში" იყო შემთხვევით და ფორმალურად" - ბიძინა ივანიშვილის აღიარება - ვიდეო

“ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს ანალიზის უნარი და ვერ ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ” – ამის შესახებ „ოცნების“ ლიდერმა ტვ იმედის ეთერში ნიკა ლალიაშვილთან ინტერვიუში განაცხადა .„ნული პროცენტია, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდეს. შეიცვალა პრემიერები ბევრი, ამ ფონზე მოახერხეს ნაცებმა ახალი სისხლის ჩასხმა… ჩვენი გუნდი იქნება სტაბილური, საოცრად შეცვლილია, აბსოლუტურად განსხვავებულ ხალხთან მქონდა შეხვედრა. მინდოდა, რომ […]

”გირჩი” ივანიშვილის სახლთან მისი გამოსახულებიანი ხატებით მივიდა

”გირჩი” ივანიშვილის სახლთან მისი გამოსახულებიანი ხატებით მივიდა

ბიძინა ივანიშვილის სახლთან ”გირჩის” წარმომადგენლები შეიკრიბნენ მათ  თან აქვთ ხატები  ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით. ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან სკუტერებით მივიდნენ. ისინი შეკრების დაწყებას სწორედ ამ ლოკაციაზე აპირებენ. შემდეგ კი რუსთაველის აქციაზე გადაინაცვლებენ. “გირჩის” წევრების მოთხოვნა უცვლელია – პროპორციული არჩევნების სისტემა და ბიძინა ივანიშვილის გადადგომა. რუსთავი 2

“ქართული ოცნების” ოფისში ივანიშვილი მაჟორიტარებს ხვდება

გახარია თუ ცქიტიშვილი - ვინ შეცვლის ბახტაძეს - დღეს 6 საათზე "ქართულის ოცნება" იკრიბება

“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მაჟორიტარებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის დეპუტატმა, მცხეთის მაჟორიტარმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, შეხვედრაზე საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ. „განსახილველი საკითხები ბევრია დაგროვილი. ძირითადი არის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. იცით, რომ ჩვენ დავაყენეთ საკითხი, გადავიდეთ სრულად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე 2020 წლისთვის, განსხვავებული პოზიცია აქვს პარტიის ლიდერს, თავმჯდომარესაც. უმრავლესობაშიც არ არის […]

კახა ოქრიაშვილი – “ივანიშვილმა ჩვენზე სერიოზული ზეწოლა განახორციელა, ხუნდაძე კი დატუქსა”

კახა ოქრიაშვილი - "ივანიშვილმა ჩვენზე სერიოზული ზეწოლა განახორციელა, ხუნდაძე კი დატუქსა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, უმრავლესობის სხდომაზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დიმიტრი ხუნდაძე “დატუქსა”. მისი განმარტებით, იმ დეპუტატებზე, რომელიც ეწინააღმდეგებიან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას სერიოზული ზეწოლა განხორციელდა. “ჩემი პოზიცია უცვლელია, მე ხელიც არ მოვაწერე ამ დოკუმენტს, როდესაც ინიცირება მოხდა. ძალიან ბევრი დეპუტატია, ვინც მხარს არ უჭერს. დღეს უმრავლესობის სხდომაზე იყო ზეწოლა დეპუტატებზე პარტიის თავმჯომარის […]