ივანიშვილი – “ნაციონალებს ხელისუფლებაში მოსვლის ნული პროცენტი აქვს”

ივანიშვილი - "ნაციონალებს ხელისუფლებაში მოსვლის ნული პროცენტი აქვს"“ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს ანალიზის უნარი და ვერ ხვდებიან, რომ ხელისუფლებაში ვეღარ მოვლენ” – ამის შესახებ „ოცნების“ ლიდერმა ტვ იმედის ეთერში ნიკა ლალიაშვილთან ინტერვიუში განაცხადა

.„ნული პროცენტია, რომ ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში მოვიდეს. შეიცვალა პრემიერები ბევრი, ამ ფონზე მოახერხეს ნაცებმა ახალი სისხლის ჩასხმა… ჩვენი გუნდი იქნება სტაბილური, საოცრად შეცვლილია, აბსოლუტურად განსხვავებულ ხალხთან მქონდა შეხვედრა. მინდოდა, რომ სტიმული მიმეცა.

ნაციონალებს ანალიზის გაკეთების უნარი არ აქვთ, ხელისუფლებაში ვერ მოვლენ. რაც გააფუჭეს, ჩვენ გვაბრალებენ, არა ოკუპაციასო… თვითონ შემოიყვანეს რუსის ჯარი”, – განაცხადა ივანიშვილმა.

ნიუპოსტი