ჭდე: კობა დავითაშვილი

კობა დავითაშვილი – დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე პეტრეს აშანტაჟებს

კობა დავითაშვილი - დეკანოზი გიორგი მამალაძე მეუფე პეტრეს აშანტაჟებს

ე.წ. “ციანიდის საქმეზე” ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ჭყონდიდის მიტროპოლიტს, მეუფე პეტრეს აშანტაჟებს. აღნიშნულის შესახებ ყოფილმა პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა “ტვპირველის” ეთერში, გადაცემა “პირველებში” განაცხადა. როგორ დავითაშვილი განმარტავს, დეკანოზი მეუფე პეტრეზე იმგვარ ინფორმაციას ფლობს, რითაც შესაძლოა, მიტროპოლიტი საპატიმროში მოხვდეს. ამიტომაც, მეუფე პეტრე ავრცელებს ხმებს იმის შესახებ, რომ  საპატრიარქოში  კორუფციაა. “დეკანოზი  გიორგი მამალაძე ეკლესიას და საპატრიარქოს კი არ […]

კობა დავითაშვილი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის

კობა დავითაშვილი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში კენჭს იყრის

კობა დავითაშვილი მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში იყრის კენჭს. ამის შესახებ მან მედიაცენტრში “მთავარი” გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. როგორც დავითაშვილმა “ნეტგაზეთს” პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განუცხადა, არჩევნებში დამოუკიდებლად იყრის კენჭს, თუმცა მისი ამოცანა “კონსერვატიული პოლიტიკური ძალის ფორმირება” იქნება. “დამოუკიდებლად ვიყრი კენჭს, თუმცა ჩემი ამოცანა იქნება კონსერვატიული ძალის ფორმირება, რომ 2020 წელს ქართულ საზოგადოებას აღარ ჰქონდეს არჩევანი ცუდსა და უარესს […]

კობა დავითაშვილი პაატა ბურჭულაძეს დაემუქრა – „ნაცების“ ბანს მე დავსვამ ამ საბრალდებო სკამზე და გავტკეპნი მას”

კობა დავითაშვილი პაატა ბურჭულაძეს დაემუქრა - „ნაცების“ ბანს მე დავსვამ ამ საბრალდებო სკამზე და გავტკეპნი მას"

გპირდები, რომ ამ პროცესზე შენ იქნები ბრალდებული და მე ვიქნები ბრალმდებელი, – ასე მიმართა კობა დავითაშვილმა ფონდ “იავნანას” დამფუძნებელს პაატა ბურჭულაძეს. საქალაქო სასამართლო განიხილავს პაატა ბურჭულაძის სარჩელს, რომელიც შეეხება კობა დავითაშვილის განცხადებას. კერძოდ, ბურჭულაძე კობა დავითაშვილს ცილისწამებლური განცხადების გაკეთების გამო ადანაშაულებს. კობა დავითაშვილის თქმით, ის მიმდინარე პროცესზე დაადასტურებს პაატა ბურჭულაძის დანაშაულებრივ ქმედებებს. „2 წლის წინ დაიწყო ფილმების სერია „პოსტ ტვ“-ში ბურჭულაძის […]

პაატა ბურჭულაძე კობა დავითაშვილისგან 25.000 ლარს ითხოვს

„პაატა ბურჭულაძე ტაძრის ასაშენებლად შეწირულ ფულს საკუთარ თავს უხდიდა“

ვითხოვთ კობა დავითაშვილმა უარყოს მის მიერ ცილისწამებლური განცხადებები და აანაზღაუროს მორალური ზიანი 25 ათასი ლარის ოდენობით, – ამის შესახებ ფონდ „იავნანას” დამფუძნებლის პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა მარიამ ჩიქოვანმა საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განაცხადა. საქმე ეხება პაატა ბურჭულაძის სარჩელს კობა დავითაშვილის წინააღმდეგ. „კობა დავითაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ პაატა ბურჭულაძე ფონდ „იავნანაში“ შესულ თანხებს იპარავდა. ეს არის ცილისწამება, არის პატივის და ღირსების შემლახავი განცხადება. ჩვენ […]

“მე მომკალით სამჯერ, მე!” – მაია ორჯონიკიძემ და კობა დავითაშვილმა ლაივში იჩხუბეს – ვიდეო

"მე მომკალით სამჯერ, მე!" - მაია ორჯონიკიძემ და კობა დავითაშვილმა ლაივში იჩხუბეს - ვიდეო

ტელეკომპანია პირველის ეთერში ერთმანეთს კობა დავითაშვილი და მაია ორჯონიკიძე დაუპირისპირდნენ. “ახია თქვენზე ბატონო ბიძინა, ესენი რომ ლაპარაკობენ მკვლელობაზე და ყაჩაღობაზე” – თქვა კობა დავითაშვილმა, რომელმაც მაია ორჯონიკიძის რეპლიკას ასე უპასუხა: “მე მომკალით სამჯერ, მე!” ამის შემდეგ კამათმა ისეთი სახე მიიღო, რომ წამყვანი იძულებული გახდა, გადაცემა შეეჩერებინა. https://www.facebook.com/tvpirveli/videos/189707098497223/

კობა დავითაშვილი – “სააკაშვილს კომპრომატი ჩემზეც ჰქონდა, მაგრამ ისეთი რამე შევუთვალე, რომ არ გამომიქვეყნა”

კობა დავითაშვილი - "სააკაშვილს კომპრომატი ჩემზეც ჰქონდა, მაგრამ ისეთი რამე შევუთვალე, რომ არ გამომიქვეყნა”

“ახალი თაობის” კითხვებს კობა დავითაშვილი პასუხობს. – ბატონო კობა, მარიხუანის თემასთან დაკავშირებით საზოგადოების პროტესტი უკიდურესად დიდია. როგორია თქვენი შეფასებები? – სამწუხაროა ძალიან, რაც ხდება ამ ქვეყანაში. კატეგორიულად მიუღებელია ის კურსი, რომელიც აირჩია ხელისუფლებამ. ჩემთვის ორმაგად სამწუხაროა ეს. მე არ ვარ მტერი და ავის მოსურნე ბიძინა ივანიშვილის და არც “ქართული ოცნების”. ბიძინა ივანიშვილს მივიჩნევდი ადამიანად, რომელიც […]

კობა დავითაშვილი – “ბანკირები ბახტაძის ლანძღვაში და ბინძურ კამპანიაში უხვად იხდიან, მათ სააკაშვილის დაბრუნება აწყობთ”

კობა დავითაშვილი - "ბანკირები ბახტაძის ლანძღვაში და ბინძურ კამპანიაში უხვად იხდიან, მათ სააკაშვილის დაბრუნება აწყობთ"

ვინ აფინანსებდა ოპოზიციის მიერ აგორებულ საპროტესტო ტალღას? რატომ დაუპირისპირდნენ მონოპოლისტები ბიძინა ივანიშვილს? ვისი დაკვეთით მიდის მამუკა ბახტაძის ლანძღვა-გინება? “ახალი თაობას” ამ და სხვა კითხვებს კობა დავითაშვილი პასუხობს. – ბატონო კობა, კვირიკაშვილის წასვლის შემდეგ აქტიურად დაიწყო მის შეცდომებზე საუბარი. რას იტყვით თქვენ, როგორი პრემიერ-მინისტრი იყო გიორგი კვირიკაშვილი? – მე არ გამხარებია მისი წასვლა. მე არც დიდი […]

კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა

კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა, რის გამოც მისი გადაცემის გამოშვება შეფერხდა. იგი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს: – მეგობრებო, გარკვეული ხნით ჩვენი გადაცემის ,,ღმერთის ჰიპოთეზის” გამოშვება შეფერხდება, რადგან გაციებამ ჩემი ძირითადი (,,ბეხტერევის”) დაავადება გაამწვავა და ძლიერი სპაზმების გამო გადაადგილება კიდევ უფრო მიჭირს. იმედი მაქვს, სათანადო პროცედურები შემიმსუბუქებს მდგომარეობას და ერთ-ორ კვირაში დაგიბრუნდებით. P.S. თქვენი ჭირიმე, შეწუხებითა […]