ჭდე: კრიშტიანო რონალდუ

კრიშტიანო რონალდუ კლასიკოში ითამაშებს

კრიშტიანო რონალდუ კლასიკოში ითამაშებს

მადრიდის რეალის პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდუ სავარაუდოდ შეძლებს ბარსელონას წინააღმდეგ თამაშს. რონალდუს მცირე ტრავმა აწუხებდა, რის გამოც მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რონალდუ ბოლომდე გამოჯანმრთელდა. რეალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამარჯვება, რადგან ვერ მოგების შემთხვევაში ისინი პრაქტიკულად კარგავენ ჩემპიონობის შანსს. შეხვედრა 23 დეკემბერს, თბილისის დროით 16.00 საათზე დაიწყება.

კრიშტიანო რონალდუმ შესაძლოა ელ-კლასიკო გამოტოვოს

კრიშტიანო რონალდუმ შესაძლოა ელ-კლასიკო გამოტოვოს

მადრიდის რეალის ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ შესაძლოა ბარსელონასთან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს. რონალდუს მცირე ტრავმა აწუხებს, რომელიც მან გრემიოსთან მატჩის დროს მიიღო. ჯერჯერობით უცნობია რამდენად სერიოზულია ეს ტრავმა და რონალდუ სავარაუდოდ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ბარსელონას წინააღმდეგ თამაში შეძლოს. შეხვედრა 23 დეკემბერს მადრიდში გაიმართება და ამ მატჩში რეალს მხოლოდ მოგება აწყობს, რადგან სამეფო კლუბი სოლიდური სხვაობით […]

მარადონა: ”კრიშტიანო რონალდუ სისულელეებს ლაპარაკობს”

მარადონა: ”კრიშტიანო რონალდუ სისულელეებს ლაპარაკობს”

დიეგო მარადონამ კრიშტიანო რონალდუ გააკრიტიკა, რომელმაც თქვა რომ ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მარადონას აზრით ასეთი განცხადება მისთვის მიუღებელია. ”რონალდუს გადაეცით რომ სისულელეების ლაპარაკს მოეშვას, რადგან ამით ის ხალხს თავს აბეზრებს. არავინ უნდა თქვას რომ ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა”–განაცხადა დიეგო მარადონამ. ერთი კვირის წინ რონალდუმ ოქროს ბურთი მეხუთედ მოიგო და ამ მაჩვენებლით ის […]

კრიშტიანო რონალდუმ მეხუთე ოქროს ბურთი მოიგო

კრიშტიანო რონალდუმ მეხუთე ოქროს ბურთი მოიგო

  პორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ ოქროს ბურთი მეხუთედ მოიგო. ამრიგად რონალდუ მესის დაეწია, რომელზეც ასევე ხუთჯერ აქვს ეს ჯილდო მოპოვებული. რონალდუმ განაცხადა რომ ამ ტიტულს თანაგუნდელების გარეშე ვერ მოიგებდა. ”ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა ასეთი აღიარება. ფანტასტიური წელიწადი გამოვიდა და ჩემი თანაგუნდელების წყალობით ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოვიგე. ამან განაპირობა ინდივიდუალური ტიტულებიც”–განაცხადა კრიშტიანო რონალდუმ. რონალდუმ […]

კრიშტიანო რონალდუ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს

კრიშტიანო რონალდუ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობას აპირებს

პორტუგალიელმა სუპერ ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა რომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ის მწვრთნელობას აპირებს. რონალდუს თქმით ის ამ საქმეშიც წარმატებული იქნება. ”ფეხბურთში დიდი გამოცდილება დავაგროვე და სამწვრთნელო კარიერაში ეს უდაოდ ძალიან დამეხმარება. როდესაც ფეხბურთელი აღარ ვიქნები მინდა რომ ამ სფეროში დავრჩე და მწვრთნელობა ამისი საუკეთესო საშუალებაა”–განაცხადა კრიშტიანო რონალდუმ.

კრიშტიანო რონალდუს ზაფხულში რეალიდან წასვლა სურს

კრიშტიანო რონალდუს ზაფხულში რეალიდან წასვლა სურს

ესპანურ პრესაში სულ უფრო ხშირად იწერება იმის შესახებ, რომ კრიშტიანო რონალდუს ზაფხულში რეალიდან წასვლა სურს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რონალდუმ ფლორენტინო პერესს თხოვნითაც მიმართა, რომ ზაფხულში ის სხვა კლუბში გაუშვან. ამ საკითხზე ჯერჯერობით თვითონ რონალდუს კომენტარი არ გაუკეთებია.  წლევანდელ სეზონში კრიშტიანო არ გამოირჩევა ისეთი შედეგიანობით როგორც ადრე და მას ესპანეთის ჩემპიონატში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. […]

კრიშტიანო რონალდუმ მსაჯები გააკრიტიკა

ფერნანდო ტორესი შესაძლოა ჩინეთში წავიდეს

მადრიდის რეალის ფორვარდმა კრიშტიანო რონალდუმ განაცხადა, რომ ტოტენჰემმა პირველი გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანა და მსაჯს ის გოლი არ უნდა ჩაეთვალა. გარდა ამისა, რონალდუმ ასევე აღნიშნა, რომ ჟირონასთან შეხვედრის დროსაც მსაჯებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს რეალის საწინააღმდეგოდ. ”ტოტენჰემმა გვაჯობა, მაგრამ პირველი გოლი არ უნდა ჩათვლილიყო. ჟირონამ გადამწყვეტი გოლი ასევე თამაშგარე მდგომარეობიდან გაგვიტანა. იმედია მდგომარეობა გამოსწორდება და რეალი […]

ტოტის აზრით ოქროს ბურთი კრიშტიანო რონალდუმ უნდა მოიგოს

ტოტის აზრით ოქროს ბურთი კრიშტიანო რონალდუმ უნდა მოიგოს

ფრანჩესკო ტოტიმ ოქროს ბურთის მოგების კანდიდატებზე ისაუბრა და მისი თქმით ამ ჯილდოს ყველაზე მეტად კრიშტიანო რონალდუ იმსახურებს. ტოტის აზრით შარშანდელ სეზონში რონალდუმ მესის და ნეიმარს აჯობა. ”რონალდუმ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და მისმა გუნდმა ყველა ტიტული მოიგო. გადამწყვეტ შეხვედრებში კრიშტიანო მოწოდების სიმაღლეზე იყო და რეალის გამარჯვებები დიდწილად მისი დამსახურებაა. ვფიქრობ ის იმსახურებს ოქროს ბურთს”– განაცხადა ტოტიმ. […]

კრიშტიანო რონალდუს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

კრიშტიანო რონალდუს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

მადრიდის რეალის პორტუგალიელ ვარსკვლავს კრიშტიანო რონალდუს 5 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს, მას შემდეგ რაც მან ბარსელონასთან შეხვედრაში მსაჯს ხელი კრა. რონალდუმ სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მას მოედნის დროზე ადრე დატოვება მოუწია. ამის გამო კრიშტიანო ძალიან გაბრაზდა და შეხვედრის არბიტრს უხეშად დაელაპარა, ხოლო შემდეგ კი ხელითაც შეეხო. რეალმა ბარსელონა ესპანეთის სუპერთასის პირველ შეხვედრაში სტუმრად 3:1 […]

კრიშტიანო რონალდუ რეალიდან არ მიდის

კრიშტიანო რონალდუ რეალიდან არ მიდის

მადრიდის რეალის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდუმ ბოლო პერიოდში მისი რეალიდან წასვლის შესახებ აგორებულ ჭორებს უპასუხა და თქვა, რომ რეალში ბედნიერია და გუნდის დატოვებას არ აპირებს. რონალდუს თქმით, ის გაბრაზებული იყო თავის გუნდზე და ზოგადად ესპანეთზე, მაგრამ მას გაბრაზებამ მალე გაუარა და რეალში ის თავს ბედნიერად გრძნობს. ესპანეთის პროკურატურამ რონალდუ გადსახადების დამალვაში დაადანაშაულა და 14 მილიონი […]