მარადონა: ”კრიშტიანო რონალდუ სისულელეებს ლაპარაკობს”

მარადონა: ”კრიშტიანო რონალდუ სისულელეებს ლაპარაკობს”დიეგო მარადონამ კრიშტიანო რონალდუ გააკრიტიკა, რომელმაც თქვა რომ ის საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მარადონას აზრით ასეთი განცხადება მისთვის მიუღებელია.

”რონალდუს გადაეცით რომ სისულელეების ლაპარაკს მოეშვას, რადგან ამით ის ხალხს თავს აბეზრებს. არავინ უნდა თქვას რომ ის ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა”–განაცხადა დიეგო მარადონამ.

ერთი კვირის წინ რონალდუმ ოქროს ბურთი მეხუთედ მოიგო და ამ მაჩვენებლით ის ლიონელ მესის გაუტოლდა.