ჭდე: მაღაზია

ქუთაისში 4 სასურსათო მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში 4 სასურსათო მაღაზია გაქურდეს

ქუთაისში ნიკეასა და პასილოკის დასახლებებში 4 სასურსათო მაღაზია გაქურდეს. მაღაზიებიდან წაღებულია თანხა. ამ დროისთვის თანხის ოდენობა დაუზუსტებელია. შემთხვევა წუხელ მოხდა. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ბოლო პერიოდში მაღაზიების გაქურდვის ფაქტები გახშირდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობაში არასრულწლოვანი ფიგურირებს, რომელიც იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარზე გამოძიება 177–ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ბათუმში მაღაზიაში მანქანა შევარდა

ბათუმში მაღაზიაში მანქანა შევარდა

ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სურსათის მაღაზიაში ავტომობილი შევარდა, მანამდე იგი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა. დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით მოათავსეს. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

გორში სასურსათო მაღაზია გაქურდეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე სასურსათო მაღაზია გაქურდეს. “ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა სავარაუდოდ წუხელ გვიან ღამით მოხდა. წინასწარ ინფორმაციით,მაღაზიიდან წაღებულია თანხა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარ ფაქტს შსს 177 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით იძიებს, რაც 3-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“მაღაზიაში შესვლისას დაუკარგავს გონება, ფიქსირდებოდა გულის გაჩერება” – სასწრაფო დახმარების ბრიგადის მორიგი თავდადება

"მაღაზიაში შესვლისას დაუკარგავს გონება, ფიქსირდებოდა გულის გაჩერება" - სასწრაფო დახმარების ბრიგადის მორიგი თავდადება

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი, სოციალურ ქსელში სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ 50 წლის მამაკაცის გადარჩენის შესახებ წერს. “ყველა საჭირო სიტუაციაში, სახლსა თუ ქუჩაში, ჩვენ თქვენს გვერდით ვართ! სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახება ამჯერად მაღაზიიდან შემოვიდა. ადგილზე მისულ ექიმებს, 50 წლის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში იატაკზე მწოლიარე დახვდათ, რომელსაც თვითმხილველების გადმოცემით მაღაზიაში შესვლისას დაუკარგავს გონება. მონიტორზე ფიქსირდებოდა […]

დიღომში 3-მა მოზარდმა მაღაზიიდან 18 ლარი გაიტაცა

დიღომში 3-მა მოზარდმა მაღაზიიდან 18 ლარი გაიტაცა

დიღომში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზია სამმა ახალგაზრდამ გაძარცვა. სალაროდან წაღებულია 18 ლარი. არასრულწლოვნები სავაჭრო პუნქტის კამერებმა დააფიქსირა. ნიუპოსტი