ბათუმში მაღაზიაში მანქანა შევარდა

ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ სურსათის მაღაზიაში ავტომობილი შევარდა, მანამდე იგი ქვეითად მოსიარულე ქალს დაეჯახა.

დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მრავლობითი მოტეხილობებით მოათავსეს. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარზე გამოძიება დაიწყო.