ჭდე: მეგის ქარდავა

უკრაინა საქართველოს მეგის ქარდავას გადასცემს

უკრაინა საქართველოს მეგის ქარდავას გადასცემს

უკრაინის იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გადასცეს სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რამდენიმე ეპიზოდში ბრალდებული მეგის ქარდავა. შესაბამისი გადაწყვეტილება ქარდავას უკვე ჩაბარდა, რომელიც საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.

„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე ბაჩო და დათა ახალაიების, ასევე მეგის და ლევან ქარდავების გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

ბაჩო ახალაია - ”ვერ დავუშვებ, რომ პრეზიდენტის კომისიას ჩემს თავისუფლებაზე ფარისევლური მსჯელობის ნებართვა მივცე”

სააპელაციო სასამართლომ „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე ბაჩო ახალაიას გამამტყუნებელი განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. როგორც პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 22 ოქტომბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის თანახმად, ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“, ციხეში პატიმართა წამებისა და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულებისთვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის ფაქტთან დაკავშირებით არსებულ საქმეზე ბ.ა., […]

მეგის ქარდავა ნაცემია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

მეგის ქარდავა ნაცემია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

მეგის ქარდავას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება- ამის შესახებს განცხადებას ქარდავას ინტერესების დამცველი, მალხაზ ველიჯანაშვილი, უკრაინელ ადვოკატზე დაყრდნობით აკეთებს. მისი თქმით, ქარდავას უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული პროცესზე ვერ გამოცხადდა, რადგან ნაცემია და ამ ფაქტს მასთან დაკავშირებულ კრიმინალებს უკავშირებს. – მეგის ქარდავასთან დაკავშირებით საექსტრადიციო პატიმრობაზე პროცესი გაიმართა, ეხებოდა სააპელაციო სასამართლოში იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სადაც 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. […]

მეგის ქარდავას წინააღმდეგ საერთო სასამართლოებში მიმდინარე საქმეების განხილვა დროებით შეჩერდება

მეგის ქარდავას წინააღმდეგ საერთო სასამართლოებში მიმდინარე საქმეების განხილვა დროებით შეჩერდება

მეგის ქარდავას წინააღმდეგ საქართველოს საერთო სასამართლოებში მიმდინარე საქმეების განხილვა დროებით შეჩერდება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის მეგის ქარდავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განუცხადა, ის ყველა სასამართლო პროცესზე შუამდგომლობს, რათა პროცესი გადაიდოს. ამის მიზეზად ველიჯანაშვილი უკრაინაში ქარდავას დაკავებას ასახელებს. მისივე თქმით, ქართული კანონმდებლობით გარანტირებულია ბრალდებულის უფლება, რომ მისი მონაწილეობის გარეშე არ ჩატარდეს სასამართლო სხდომები და როგორც […]

მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია – მას აღმოაჩნდა უკრაინის 2, ლატვიის 1 და ბელიზის 1 ყალბი პასპორტი

მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია - მას აღმოაჩნდა უკრაინის 2, ლატვიის 1 და ბელიზის 1 ყალბი პასპორტი

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მეგის ქარდავას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა. „საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის – ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის […]

მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში, დააკავეს

მეგის ქარდავა დააკავეს?

სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი დაკავებულია. ხუთწლიანი სამძებრო ღონისძიების შემდეგ მეგის ქარდავა უკრაინაში, ქალაქ ივანო ფრანკოვსკში დააკავეს. ეს ინფორმაცია “ქრონიკას“ უკრაინელმა ძალოვნებმა უკვე ოფიციალურად დაუდასტურეს. ინტერპოლის მიერ ძებნილ მეგის ქარდავას, სავარაუდოდ ქართულ მხარეს გადმოსცემენ, რადგან სწორედ საქართველოს პროკურატურის მოთხოვნით იძებნებოდა ის წითელი ცირკულარით. ქარდავას ბრალი ედება რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეში. მათ შორის, სამეგრელოში აღმოჩენილი საიდუმლო სამალავების […]

მეგის ქარდავა დააკავეს?

მეგის ქარდავა დააკავეს?

რამდენიმე მედიასაშუალება სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავას დაკავების შესახებ წერს. დაუდასტურებელი ინფორმაციით, ძებნილი სავარაუდოდ უკრაინაში დააკავეს.”ნიუპოსტი” საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა. უწყებაში ინფორმაციას არ ფლობენ. ქარდავას დაკავების შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილს. ქარდავას ბრალი რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობას ედავებიან.