მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია – მას აღმოაჩნდა უკრაინის 2, ლატვიის 1 და ბელიზის 1 ყალბი პასპორტი

მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირების პროცედურა დაწყებულია - მას აღმოაჩნდა უკრაინის 2, ლატვიის 1 და ბელიზის 1 ყალბი პასპორტიუკრაინის უსაფრთხოების სამსახური მეგის ქარდავას დაკავების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, დაკავებული საქართველოს მოქალაქე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე, 138-ე და 144-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო 2012 წლიდან იძებნებოდა.
„საქართველოს დაკავებულ მოქალაქეს თან აღმოაჩნდა სხვადასხვა სახელებზე გაფორმებული უკრაინის ორი, ლატვიის – ერთი და ბელიზის ერთი ყალბი პასპორტი, ასევე მეზღვაურის ყალბი დამადასტურებელი მოწმობა, რომლითაც ის უკრაინის და სხვა ქვეყნების საზღვრებს კვეთდა.
ივანო-ფრანკოვსკის ოლქის გალიცკის რაიონული სასამართლოს დადგენილებით, საქართველოს მოქალაქეს 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. დაწყებულია სამშობლოში მისი ექსტრადირების პროცედურა“, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
ინტერპრესნიუსი