ჭდე: მკვლელობის მცდელობა

ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა დავით აქიაშვილმა არქიმანდრიტი საბა ჟღენტი დაჭრა

ყინწვისის მამათა მონასტრის სასულიერო პირებს შორის ცეცხლსასროლი იარაღით გარჩევის ფაქტზე, სასულიერო პირი დააკავეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაკავებულს განზრახ მკვლელობის მცდელობა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქალაქ ქარელში, 1986 წელს დაბადებული კ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი […]

მკვლელობის მცდელობისთვის ტ.ბ.-ს 7 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისთვის ბრალდებული ტ.ბ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 12 ივლისს, თბილისში, ბეგიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, […]

ახალქალაქში 4 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ახალქალაქში 4 ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ახალქალაქის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, 2 პირი – 1991 წელს დაბადებული ს.ს. და 1991 წელს დაბადებული ს.ს. ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში, პირადი კონფლიქტის ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულის მრავლობითი დაზიანება მიაყენეს 1990 წელს დაბადებულ […]

“ცოტნე გამსახურდია წვერებიან მამაკაცს მისდევდა, რომელმაც ცოტნეს ფეხი გამოსდო და რამდენჯერმე დანა დაარტყა” – რას ყვება თვითმხილველი

ცოტნე გამსახურდია გია ყანჩელზე - ”არც შევარდნაძის კარის "ინწილიგენტად" ქცეულა, არც ბიძინეს "გადასარჩენად" გაუხდია საქმე”

პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკითხული თვითმხილველი, გამსახურდიასა და საქმეზე დაკავებულ პირებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დეტალებს ყვება. გალის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოს ხელოსნის, დ.ა.-ს ჩვენება „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. დ.ა., რომელიც ფაქტის უშუალოდ თვითმხილველია, ყვება, რომ დაინახა, როგორ მისდევდა ცოტნე გამსახურდია ხელჯოხით წვერებიან მამაკაცს, თუმცა წვერებიანმა მამაკაცმა მას მარცხენა ხელით მოქაჩა კისერში, […]

სუფრაზე დაპირისპირება ცოტნეს ღვინის გამო დაწყებულა, ცოტნემ გიორგის ჩაარტყა, ტატომ ცოტნეს ყავარჯნები ჩაარტყა – ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ახალი დეტალები

ცოტნე გამსახურდია - "ჯოგზე ცოტა მეტი ვისაც გვესმის, იმათ რა ვქნათ..."

პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის ჩვენების მიხედვით, გამსახურდიასა და საქმეში ფიგურანტ პირებს შორის დაპირისპირება ღვინის გამო დაიწყო. საქმეზე დაკითხული ერთ-ერთი პირის, მ.ხ-ს ჩვენება „ინტერპრესნიუსმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა. სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, ჩვენებაში მ.ხ. ყვება, რომ გამსახურდია და საქმეში ფიგურანტი პირები ერთ სუფრაზე მოხვდნენ, პირველი პრეზიდენტის შვილმა მათ „კარგი ღვინის მიტანა“ შესთავაზა, […]

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი ტატო ღარიბაშვილს და გიორგი სოლოღაშვილს წაუყენეს

შსს - კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ორს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, სამს კი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს: “განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, კვალიფიკაცია დაზუსტდა და დაკავებულთაგან 2 პირს: 1991 წელს დაბადებულ ტატო ღარიბაშვილს და 1991 წელს დაბადებულ გიორგი სოლოღაშვილს ბრალდება დაუმძიმდათ, […]

ვ.კ.-ს მკვლელობის მცდელობისთვის თ.ფ.-ს 7 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული თ.ფ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 13 აპრილს დაახლოებით 12:00 საათზე, თბილისში, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ავტოსახელოსნოში, ხელოსანმა თ.ფ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ვ.კ.-ს სხეულის სხვადასხვა არეში დანით ჭრილობები მიაყენა. დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარების შედეგად ვ.კ.-ს გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა თ.ფ. […]

ჩიტაიას ქუჩაზე მკვლელობის მცდელობისთვის ი.ა.-ს 9 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 14 ივნისს, ქ.თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში ი.ა.-ს და მაღაზიის გამყიდველ ე.ჟ.-ს შორის შელაპარაკება მოხდა. მაღაზიის გამყიდველმა დაცვის სამსახურის თანამშრომლები გამოიძახა. დაცვის თანამშრომლები ჟ.კ. და ლ.წ. დაძაბული სიტუაციის განმუხტვას შეეცადნენ, […]

ყოფილი ცოლის და სიდედრის მკვლელობის მცდელობისთვის გ.ს.-ს 16 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული გ.ს. დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ გ.ს.-ს ყოფილ მეუღლესთან მ.ც.-სთან და ყოფილი მეუღლის დედასთან ვ.ე.-სთან ბავშვების ნახვასა და წაყვანასთან დაკავშირებით უთანხმოება ჰქონდა. „2018 წლის 22 დეკემბერს გ.ს.-მ შვილები თავის საცხოვრებელ ბინაში […]

თბილისში საფრანგეთის მოქალაქის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

ფოთის ”კოლხეთის” ფეხბურთელებით სავსე მანქანა შავშვებთან ამოტრიალდა - დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 6 მგზავრი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული რ.მ. ცხელ კვალზე დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 5 მაისს, ღამით, თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა საფრანგეთის მოქალაქეს, 1988 […]