ჭდე: ნარკოტიკები

“ცოლს ცემდა და ნარკოტიკებს ინახავდა” – თბილისში მამაკაცი დააკავეს

"ცოლს ცემდა და ნარკოტიკებს ინახავდა" - თბილისში მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობისა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მეუღლეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. შსს-ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. უწყების ცნობით, პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად […]

კაბო-ვერდეს პორტში რუსეთის 11 მოქალაქე დააკავეს და 9 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს

კაბო-ვერდეს პორტში რუსეთის 11 მოქალაქე დააკავეს და 9 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს

კაბო-ვერდეს პოლიციამ პრაიას პორტში გემზე რუსეთის 11 მოქალაქე დააკავა და 9.5 ტონა კოკაინი ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Maritime bulletinვ ავრცელებს. პანამის დროშის ქვეშ გემი სამხრთ ამერიკიდან მაროკოში მიემართებოდა. 31 იანვარს იურიდიული მიზეზების გამო გემი პრაიას პორტში შევიდა. არსებული ინფორმაციით, როდესაც გემი პორტში შევიდა, ადგილობრივმა პოლიციამ უკვე იცოდა ნარკოტიკების კონტრაბანდის შესახებ. საერთო ჯამში 9.570 კილოგრამი კოკაინია ამოღებული. […]

დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალებების ამოღების ფაქტი – სამართალდამცავებმა სამი პირი დააკავეს

კახეთის გზატკეცილზე მანქანა ამოტრიალდა - მისი მძღოლი დაიღუპა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის ირანის მოქალაქე – 1997 წელს დაბადებული მ.კ. სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავა. პოლიციამ დაკავებულისგან ნივთმტკიცებად 13 შეკვრად დაფასოებული, 600 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღო, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ა.ა.. […]

ვინ არის დეპუტატი, რომელიც პოლიციამ გაჩიანში ნარკოტიკების სამალავთან დააკავა

ვინ არის დეპუტატი, რომელიც პოლიციამ გაჩიანში ნარკოტიკების სამალავთან დააკავა

მაღალჩინოსნები გაჩიანის სასაფლაოზე მოწყობილ ნარკობაზრობას რეგულარულად აკითხავენ -ადგილობრივები “კურიერთან” სკანდალურ განცხადებას აკეთებენ. ირკვევა, რომ სასაფლაოზე დამალული ნარკოტიკის მოსაძებნად რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი დეპუტატიც  იმყოფებოდა. თუმცა ფაქტზე დაჭერილი გავლენიანი პირი პოლიციამ ზედმეტი კითხვების გარეშე გაუშვა. ამ მაღალჩინოსნის ზუსტი ვინაობა გაჩიანელებმა არ იციან, თუმცა დაინახეს, რომ მან სამართალდამცველებს თავისი მანდატი წარუდგინა, ხაზი გაუსვა, რომ ხელშეუხებლობის იმუნიტეტით სარგებლობს […]

შსს-მ ნარკოტიკების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთა – დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე

მოხსნილი სოციალური შემწეობა - ხაშურის მერიის წინ მოქალაქემ თავის დაწვა სცადა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შემოტანის ფაქტი აღკვეთეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა და მებაჟე ოფიცრებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოფრენის დარბაზში ირანის ორი მოქალაქე: 1996 წელს დაბადებული ნ.ქ. და 1989 წელს დაბადებული შ.ქ. […]

თბილისის აეროპორტში ირანის 6 მოქალაქე დააკავეს

თბილისის აეროპორტში ირანის 6 მოქალაქე დააკავეს

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის 6 მოქალაქე – 1983 წელს დაბადებული თ. ჯ., 1990 წელს დაბადებული ფ.რ., 1969 წელს დაბადებული ჰ.ხ., 1969 წელს დაბადებული მ.ხ., 1978 წელს დაბადებული ზ.ხ. და 1967 წელს დაბადებული ფ.დ. დააკავეს. მათ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში შემოტანაში ედებათ. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, […]

შსს-ში ამბობენ, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებული ორი პირისგან შეძენილი ნივთიერების ნაწილი ნარკოტიკი არ აღმოჩნდა

შსს-ში ამბობენ, რომ „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაკავებული ორი პირისგან შეძენილი ნივთიერების ნაწილი ნარკოტიკი არ აღმოჩნდა

შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, “ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული ქეთი მურუსიძისგან განხორციელებული 5 საკონტროლო შესყიდვიდან 3 შემთხვევაში შეძენილი იქნა არანარკოტიკული საშუალებები. “ნიუპოსტი” უწყების კომენტარს უცვლედად გთავაზობთ: “შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის მაისში, ე.წ “კლუბების საქმის” გამოძიების ფარგლებში ბრალდებულის სახით დაკავებულ ქ.მ.-ისგან განხორციელდა 5 საკონტროლო შესყიდვა, საიდანაც 2 შესყიდვის შემთხვევაში მან ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“-ს […]

ურეკში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

ურეკში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით, დაბა ურეკში 1978 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი მამაკაცი დააკავეს. შსს ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 132 აბი „სუბოქსინი“, 21 აბი „ექსტაზი“, 3.2 გრამი ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება და მორფინის მარილი ნივთმტკიცებად ამოიღეს. „ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას დ.ს. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული […]

სასაზღვრო პოლიციამ აზერბაიჯანის საზღვართან ჰეროინი და ამფეტამინი ამოიღო

სასაზღვრო პოლიციამ აზერბაიჯანის საზღვართან ჰეროინი და ამფეტამინი ამოიღო

საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, 1990 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი რ.მ. დააკავეს. მას ბრალად ედება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა. “სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 3 კილო და 500 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც 1 […]

სკანდალი რუსთავში – დედა, მისი ვაჟი და რძალი ნარკოტიკებით მოიწამლნენ – ვიდეო

სკანდალი რუსთავში - დედა, მისი ვაჟი და რძალი ნარკოტიკებით მოიწამლნენ - ვიდეო

რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე მცხოვრებმა სამმა მოქალაქემ ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია მიიღო. ისინი ერთი ოჯახის წევრები არიან. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ნარკოტიკები დედამ, მისმა 18 წლის ვაჟმა და 22 წლის რძალმა ერთად მიიღეს, რის შემდეგაც ისინი ცუდად გახდნენ. ფაქტი “ინფო რუსთავს” თავად იმ ქალმა დაუდასტურა, რომელმაც შვილთან და რძალთან ერთად ნარკოტიკები მიიღო. არსებული ინფორმაციით აღნიშნულმა პირებმა მარიხუანასთან ერთად სხვა […]