კაბო-ვერდეს პორტში რუსეთის 11 მოქალაქე დააკავეს და 9 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღეს

კაბო-ვერდეს პორტში რუსეთის 11 მოქალაქე დააკავეს და 9 ტონაზე მეტი კოკაინი ამოიღესკაბო-ვერდეს პოლიციამ პრაიას პორტში გემზე რუსეთის 11 მოქალაქე დააკავა და 9.5 ტონა კოკაინი ამოიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Maritime bulletinვ ავრცელებს.

პანამის დროშის ქვეშ გემი სამხრთ ამერიკიდან მაროკოში მიემართებოდა. 31 იანვარს იურიდიული მიზეზების გამო გემი პრაიას პორტში შევიდა. არსებული ინფორმაციით, როდესაც გემი პორტში შევიდა, ადგილობრივმა პოლიციამ უკვე იცოდა ნარკოტიკების კონტრაბანდის შესახებ. საერთო ჯამში 9.570 კილოგრამი კოკაინია ამოღებული.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მოქალაქეების დაკავება დაადასტურეს კაბო-ვერდეში რუსეთის საელჩოში.

ინტერპრესნიუსი