ჭდე: ოზურგეთი

ოზურგეთის სასამართლომ საკრებულოს დეპუტატი გაფიქრებისთვის დასაჯა

ოზურგეთის სასამართლომ საკრებულოს დეპუტატი გაფიქრებისთვის დასაჯა

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ, (მოსამართლე თორნიკე კაპანაძე) ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს დეპუტატი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი, თათია ნიკოლაშვილი იმის გამო სცნო დამნაშავედ, რომ მას აღმოაჩნდა სურვილი შორიდან ედევნებინა თვალი პრემიერ მინისტრის ოზურგეთელებთან შეხვედრისათვის. მართალია სასამართლომ ნიკოლაშვილს არც პატიმრობა შუფარდა და არც 2 ათას ლარიანი ჯარიმა, მაგრამ ის ბრალეულად ცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა. არადა სხდომაზე მბრალდებელი […]

17 იანვრიდან ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც გაიფიცებიან

17 იანვრიდან ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც გაიფიცებიან

17 იანვრიდან დაანონსებულ აქციას, ოზურგეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც   შეუერთდებიან, ამის შსახებ “გურიის  მოამბეს” სააგენტოს ხელმძღვანელმა, თეა ლომჯარიამ უთხრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე სამსახური შუფერხებლად მუშაობს, თუმცა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაანონსებულ გაფიცვას ადგილზეც შეუერთდებიან: “ამ ეტაპზე ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას, გაფიცვა დაანონსებულია 17 იანვრიდან, რასაც ჩვენი თანამშრომლებიც შეუერთდებიან”-გვითხრა ლომჯარიამ. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღეს და […]

ოზურგეთში მანქანა ხეს დაეჯახა და აფეთქდა – 2 მამაკაცი დაიღუპა

დიდ დიღომში ქარის გამო პოლიციამ ქუჩა გადაკეტა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფლების შრომისა და ნატანების საზღვარზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანა აფეთქდა და იქ მყოფი ორივე მამაკაცი დაიღუპა. მოსახლეობის ინფორმაციით, ავტომობილი გაზზე მუშაობდა. რუსთავი 2

ოზურგეთში ლუკოილიდან 550 ლარი გაიტაცეს – 1 პირი დააკავეს

ოზურგეთში ლუკოილიდან 550 ლარი გაიტაცეს - 1 პირი დააკავეს

ყაჩაღობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი, 1968 წელს დაბადებული გ.ლ. დააკავეს, – ინფორმაციას შსს ავრცელებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ლ. ქალაქ ოზურგეთში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე კომპანია „ლუკოილის“ ავტოგასამართ სადგურში ყაჩაღურად თავს დაესხა ოპერატორს, რომელსაც იარაღის მუქარით გასტაცა ფული – 550 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ, ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა“, […]

ოზურგეთში გაზით 4 ადამიანი მოიწამლა

თბილისში თემქაზე 27 წლის ქალი გაზით გაიგუდა

ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში”გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული არიან 51 წლის, 69 წლის და 78 წლის ქალები, მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია. 3 წლის ბავშვი კი პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობს. ექიმების შეფასებით, ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივების ინფორმაციით, […]

ოზურგეთში მიცვალებული გაცოცხლდა

ოზურგეთში მიცვალებული გაცოცხლდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ ერთ ოჯახში ხანშიშესული ქალბატონი გარდაიცვალა. ტრადიციისამებრ ოჯახმა მიცვალებული – როგორც გურიაში იტყვიან – “შეიცხადია”. უმალ თავი მოიყარა ჯერ მეზობლებმა, მერე ახლობლებმა, ბოლოს კი ნათესავებმა. გარდაცვლილი სპეციალური “მაცივარის” მოტანამდე “კუშეტკაზე” დაასვენეს და ოჯახმაც სპეციალური “მაცივრის” (მიცვალებულის განსასვენებელი კუბოში გადასვენებამდე) შეკვეთაზე დაიწყო ზრუნვა. ამ დროს შვილმა, დედაჩემს უკანასკნელად გამოვემშვიდობებიო და იმ ოთახში შევიდა […]

ოზურგეთში 2 სართულიანი სახლი დაიწვა

ოზურგეთში 2 სართულიანი სახლი დაიწვა

ოზურგეთში 9 აპრილის ქუჩაზე ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა. სახლში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ქირით ცხოვრობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. დაიწვა შენობის მეორე სართული. სახლის მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ ცეცხლი ბუნებრივი აირის ახალდამონტაჟებული სისტემის ხარვეზის გამო გაჩნდა. რუსთავი 2

ოზურგეთში ოპოზიციამ “ოცნებას” პროკურატურაში უჩივლა

ოზურგეთში ოპოზიციამ "ოცნებას" პროკურატურაში უჩივლა

ოზურგეთში, ოპოზიციის ლიდერებმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. მათი განცხადებით, „ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას აგრძელებს და ამისი დამადასტურებელი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს. მათივე თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალია. “ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ეს რომ გაეკეთებინა ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წევრს, ჩვენ დავინახავდით, როგორ უსწრაფესად იმოქმედებდა პროკურატურა, მაგრამ ამ კონკრეტულ ფაქტმაც დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი, რადგან მას შემდეგ სამი […]

ოზურგეთში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ცემეს

ოზურგეთში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები ცემეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს, სადაც გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ, განმარტებულია ქალაქ ოზურგეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ფაქტის შესახებ, სადაც უაქციზო საქონლით (სიგარეტი) ვაჭრობით ფაქტის დროს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს. “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეხმაურება სხვადასხვა მედია საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას და განმარტავს, რომ 9 ივლისს, ქალაქ ოზურგეთის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთი მეწარმის სავაჭრო ობიექტის დათვალიერების […]

ოზურგეთში მამაკაცმა ეკლესია დაარბია და პოლიციის მანქანას ნაჯახი ურტყა

ოზურგეთში მამაკაცმა ეკლესია დაარბია და პოლიციის მანქანას ნაჯახი ურტყა

მამაკაცმა პოლიციის მანქანას ნაჯახი ჩაარტყა, შემთხვევა ოზურგეთის ცენტრში რამდენიმე წუთის წინ მოხდა. თვითმხილველების თქმით, მათ შენიშნეს 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც ნაჯახით ხელში მირბოდა ქუჩაში, სამართალდამცველებმა მისი შეკავება სცადეს, რის შემდეგაც მამაკაცმა ნაჯახი პატრულის მანქანას ჩაარტყა. “კურიერის” ინფორმაციით, მანამდე მან ეკლესია დაარბია. მამაკაცი დაკავებულია. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული.