ოზურგეთში, ოპოზიციის ლიდერებმა პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს. მათი განცხადებით, „ქართული ოცნება” წინასაარჩევნოდ ამომრჩევლის მოსყიდვას აგრძელებს და ამისი დამადასტურებელი აუდიო-ვიდეო ჩანაწერებიც არსებობს. მათივე თქმით, ქვეყანაში შერჩევითი სამართალია.
“ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ეს რომ გაეკეთებინა ნებისმიერი ოპოზიციური პარტიის წევრს, ჩვენ დავინახავდით, როგორ უსწრაფესად იმოქმედებდა პროკურატურა, მაგრამ ამ კონკრეტულ ფაქტმაც დაგვანახა, რომ ამ ქვეყანაში არის შერჩევითი სამართალი, რადგან მას შემდეგ სამი დღე გავიდა და არაფერი გაუკეთებია”, – განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ოზურგეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით მჟავანაძემ.
“ქართული ოცნების“ ოზურგეთის ბიუროში აღნიშნულ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ. როგორც პარტიაში აცხადებენ , “ქართული ოცნების” შტაბში თანხის დარიგებას და ამომრჩევლის მოსყიდვას ადგილი არ ჰქონია.
იპნ

