ჭდე: პოლონეთი

ნინო სუხიშვილი – “ვცდილობთ, უკრაინიდან პოლონეთში ავტობუსებით გადავიდეთ და იქიდან გამოვფრინდეთ”

ნინო სუხიშვილი - "ვცდილობთ, უკრაინიდან პოლონეთში ავტობუსებით გადავიდეთ და იქიდან გამოვფრინდეთ"

ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილების“ ხელმძღვანელი, ნინო სუხიშვილის ინფორმაციით, ნაციონალური ბალეტი უკრაინაში გასტროლებს წყვეტს და საქართველოში ბრუნდება. როგორც სუხიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ამ წუთებში დასავლეთ უკრაინაში, ქალაქ ლუცკში იმყოფებიან, საიდანაც პოლონეთის საზღვრამდე ავტობუსებით გადაინაცვლებენ. “ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ ლუცკში, დასავლეთ უკრაინაში. დღეს უნდა დაგვეწყო გასტროლები ამ ქალაქიდან და უნდა ვყოფილიყავით აპრილის თვემდე უკრაინაში. მაგრამ გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რაც ჩაიდინა […]

აშშ პოლონეთში დამატებით 3.000 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ პოლონეთში დამატებით 3.000 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა პოლონეთში დამატებით 3.000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას CNN ავრცელებს. გამოცემის ცნობით, 82-ე საჰაერო ხომალდის კიდევ 3.000 ჯარისკაცი განლაგდება პოლონეთში რუსეთის პოტენციური შეჭრის გამო უკრაინაში მზარდი შეშფოთების ფონზე. ჯარები უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან და დანაყოფის დაახლოებით 1.700 წევრს შეუერთდებიან. ჯარისკაცები დაექვემდებარებიან გენერალ-მაიორ კრისტოფერ დონაჰიუს, რომელიც იყო ძალების […]

პოლონეთში ქართველები დააკავეს – დამნაშავეთა ჯგუფს 8 მილიონ 700.000 ევროს მითვისებას ედავებიან

პოლონეთში ქართველები დააკავეს - დამნაშავეთა ჯგუფს 8 მილიონ 700.000 ევროს მითვისებას ედავებიან

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრს ბელარუსიდან პოლონეთის გავლით მიგრანტების გადაყვანაში ედება ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. საქმეს ​ზამოშჩის საოლქო პროკურატურა იძიებს. პოლონურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის დეტალებზე პროკურატურის პრესსპიკერი არტურ შიკულა საუბრობს. ეჭვმიტანილებს ბრალი ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობასა და პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთაზე ედებათ. მათმა უმეტესობამ დანაშაული უკვე აღიარა. ოთხ მათგანს თავისუფლების აღკვეთა […]

პოლონეთში დასაქმებისა და ბინადრობის პროცედურა მარტივდება

პოლონეთში დასაქმებისა და ბინადრობის პროცედურა მარტივდება

პოლონეთში დასაქმებისა და ბინადრობის პროცედურა მარტივდება. პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდამ ხელი მოაწერა კანონს, უცხოელების დასაქმების გამარტივებული პროცედურის შესახებ. კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, უცხო ქვეყნის მოქალაქეები პოლონეთში, სამუშაო ნებართვის გარეშე, ადრინდელივით 6 თვის კი არა, არამედ 2 წლის განმავლობაში შეძლებენ მუშაობას. ამისთვის მხოლოდ სამუშაო დავალების დეკლარაციის წარდგენა იქნება საკმარისი. ახალი წესები დროებითი ან მუდმივი ბინადრობის ნებართვის […]

პოლონეთში 4 ქართველი მამაკაცი დააკავეს

პოლონეთში 4 ქართველი მამაკაცი დააკავეს

პოლონეთში პოლიციამ ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით, 4 ქართველი დააკავა, ისინი 20-25 წლამდე ასაკის არიან. დაკავებული 4 პირიდან სამს იარაღის მუქარით ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდება წარუდგინეს და მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ერთს კი გამოძიება დანაშაულში თანამონაწილეობას ედავება. “ქართული დანის ბანდა” – ასე მოიხსენიებს პოლონური მედია დაჯგუფებას, რომელიც პოლიციამ ვარშავაში მომხდარი ძარცვიდან ერთი კვირის შემდეგ დააკავა. პოლონური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ორ მამაკაცს, […]

პოლონეთში ავტოავარიას 26 წლის ხობელი ახალგაზრდა ემსხვერპლა

პოლონეთში ავტოავარიას 26 წლის ხობელი ახალგაზრდა ემსხვერპლა

პოლონეთში რამდენიმე დღის წინ მომხდარ უმძიმეს ავტოსაგზაო შემთხვევას ქართველი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა. „გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, ის 26 წლის იყო და ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატის მკვიდრია. მამაკაცი სამშობლოში უკვე ჩამოასვენეს და სამშაბათს დაკრძალავენ.

“ამოიცანით 2 ქართველი, რომლებმაც პოლონეთში 4 ტელეფონი მოიპარეს”

"ამოიცანით 2 ქართველი, რომლებმაც პოლონეთში 4 ტელეფონი მოიპარეს"

„ამ ორმა ადამიანმა პოლონეთში, ჩვენი მაღაზიიდან მოიპარა ეს ოთხი ტელეფონი, რომელთა საერთო ღირებულება 1000 ევროზე მეტია“,- ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. Redmi note 10 lake green 869839059846882 Mi 11 lite 5g truffle Black 861775051023245 Redmi note 9s glacier white 865909047430489 Redmi note 8 pro Pearl white 868368043316357 „პოლონეთის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად დავადგინეთ, რომ ტელეფონები […]

პოლონეთის საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთის საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა.ინფორმაციას ქვეყნის სასაზღვრო პოლიცია „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს. ,,კვირას, 21 ნოემბერს, 346-ჯერ სცადეს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა“, – აღნიშნულია განცხადებაში. სასაზღვრო პოლიცია წერს, რომ მესაზღვრეებმა შემთხვევების აღკვეთა სცადეს და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებისთვის 3 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულთა შორის იყო საქართველოს მოქალაქეც. პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე დაძაბული ვითარებაა. უამრავი […]

პოლონეთის საზღვარზე 100 მიგრანტი დააკავეს

პოლონეთის საზღვარზე 100 მიგრანტი დააკავეს

პოლონეთის უსაფრთხოების ძალებმა ასამდე მიგრანტი დააკავეს, როდესაც ისინი საზღვრის გარღვევას და ბელარუსიდან პოლონეთის ტერიტორიაზე უკანონოდ შესვლას ცდილობდნენ, – ინფორმაციას „ევრონიუსი“ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. „პოლონელმა ძალებმა დაახლოებით 100 მიგრანტი დააკავეს,“- აცხადებენ პოლონეთის თავდაცვის სამინისტროში. მათივე მტკიცებით, მიგრანტების აღნიშნული ჯგუფის მცდელობას, შეეღწიათ პოლონეთის ტერიტორიაზე, ბელარუსულმა ძალებმა შეუწყვეს ხელი. პოლონეთის საზღვრის დაცვის სამსახურის განცხადებით, ოთხშაბათს მიგრანტების მიერ […]

50 მიგრანტი ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა

50 მიგრანტი ბელარუსიდან პოლონეთში შეიჭრა

დაახლოებით 50-მა მიგრანტმა ბელარუსის საზღვარზე თავდაცვის ზონა გაარღვია და პოლონეთში, სოფელ სტარჟინას მახლობლად შევიდა, – ინფორმაციას Reuters პოლონეთის პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ცნობით, ვითარება საზღვარზე სულ უფრო დაძაბული ხდება. ათასობით მიგრანტი ევროკავშირში გადასვლის იმედით ბელარუსში გაემგზავრა, თუმცა საზღვარზე მობილიზებული სამხედრო პერსონალის გამო მათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ვერ მოახერხეს. ადამიანებს რთულ პირობებში, სიცივესა და ყინვაში […]