აშშ პოლონეთში დამატებით 3.000 ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ პოლონეთში დამატებით 3.000 ჯარისკაცს გაგზავნისაშშ-ის თავდაცვის მაღალჩინოსნის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა პოლონეთში დამატებით 3.000 ჯარისკაცის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 82-ე საჰაერო ხომალდის კიდევ 3.000 ჯარისკაცი განლაგდება პოლონეთში რუსეთის პოტენციური შეჭრის გამო უკრაინაში მზარდი შეშფოთების ფონზე. ჯარები უახლოეს დღეებში გაემგზავრებიან და დანაყოფის დაახლოებით 1.700 წევრს შეუერთდებიან. ჯარისკაცები დაექვემდებარებიან გენერალ-მაიორ კრისტოფერ დონაჰიუს, რომელიც იყო ძალების მეთაური ავღანეთიდან საბოლოო ევაკუაციისა და გაყვანის დროს.

ოფიციალურმა წარმომადგენლის ცნობით, მე-18 საჰაერო სადესანტო კორპუსის სამასი წევრი ჩავიდა ასევე გერმანიაში.

“5000 – ჯარისკაციანი ეს ჯგუფი კიდევ ერთხელ დაარწმუნებს ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს, შეაკავონ ნებისმიერი პოტენციური აგრესია ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, ჩაატარონ წვრთნები მასპინძელი ქვეყნის ძალებთან და ხელი შეუწყონ გაუთვალისწინებელი შემთხვევების თავიდან არიდებას”, – აღნიშნა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

იპნ