ჭდე: სენაკი

სენაკში შვილი კორონავირუსით გარდაცვლილი დედის დაკრძალვაზე უარს აცხადებს

სტრასბურში კოვიდ 19-გან გარდაცვლილ ქართველ ქალს სისხლის კიბო ჰქონდა

სენაკში ადგილობრივი მამაკაცი კორონავირუსით გარდაცვლილი დედის ცხედარს პროტესტის ნიშნად არ კრძალავს. როგორც ცნობილი ხდება, 73 წლის ინეზა გოგია სამი დღის წინ გარდაიცვალა, კოვიდინფექციით დაღუპულები კი პროტოკოლის მიხედვით სამ დღეში უნდა დაიკრძალონ, თუმცა, გარდაცვლილი ქალის შვილი რამაზ გოგია დედის სიკვდილში ექიმებს ადანაშაულებს და ცხედრის დაკრძალვაზე უარს აცხადებს. როგორც რამაზ გოგია აცხადებს, კოვიდინფიცირებული ქალი აბაშის კლინიკაში მძიმე […]

სენაკთან 2 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 6 ადამიანი დაშავდა

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

სენაკში, სოფელ თეკლათთან მომხდარი ავტოსაგზო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი წლის ბავშვი. ცოტა ხნის წინ ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთ-ერთ მანქანაში მსხდომი ერთი ოჯახის სამი წევრი სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კლინიკა „სენამედში“ გადაიყვანა, ხოლო კიდევ სამი დაშავებული, რომლებსაც გულ-მკერდისა და კისრის მრავლობითი ტრავმები აღენიშნებათ, კლინიკა „არქიმედეში“ მოათავსეს. მათ […]

სენაკში ხანძარს 1 მამაკაცი ემსხვერპლა

ფეიქრების ქუჩაზე ხანძარია

სენაკის მუნიციპალიტეტში ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში „ლაივპრესს“ განუცხადეს, რომ ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფები, თუმცა მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ. შემთხვევის ადგილზე ოთხი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

“სანადირო თოფიდან 4 პირი დაჭრა” – სენაკში 56 წლის ზ.ნ. დააკავეს – ვიდეო

"სანადირო თოფიდან 4 პირი დაჭრა" - სენაკში 56 წლის ზ.ნ. დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ზ.ნ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, სენაკში დააკავეს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სანადირო თოფიდან 1995 წელს დაბადებული გ.ს.-ის მიმართულებით გაისროლა, რის შედეგადაც […]

დედის მკვლელობის მცდელობისთვის მარტვილში ო.ბ. დააკავეს – ვიდეო

დედის მკვლელობის მცდელობისთვის მარტვილში ო.ბ. დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სენაკის რაიონული სამმართველოს და მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული ო.ბ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, მარტვილში დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა საკუთარ დედას – 1970 წელს […]

“ცოლი ცემა და ოჯახის წევრებს მოკვლით დაემუქრა” – სენაკში გ.ლ. დააკავეს – ვიდეო

"ცოლი ცემა და ოჯახის წევრებს მოკვლით დაემუქრა" - სენაკში გ.ლ. დააკავეს - ვიდეო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ლ. სენაკში დააკავეს. დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მეუღლეს, მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით, სიტყვიერი […]

სენაკში პატრულის მანქანა ჯიპს დაეჯახა

სენაკში პატრულის მანქანა ჯიპს დაეჯახა

ავარია სენაკში – ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პატრულ-ინსპექტორი მსუბუქად დაშავდა. ერთმანეთს საპატრულო პოლიციის მანქანა და ჯიპის ტიპის ავტომობილი შეეჯახნენ. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალურ მაგისტრალზე ცოტა ხნის წინ მოხდა.

სენაკში პურის საცხობი აფეთქდა

სენაკში პურის საცხობი აფეთქდა

სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ადგილზე გაუწია. დაშავებულმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა. ჩამსხვრეულია შენობის მინები. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო სამსახურის ბრიგადები და პოლიციის ეკიპაჟები. იპნ

სენაკში თემურ ბიგვავას ოჯახი სამმა ნიღბიანმა დააყაჩაღა

სენაკში თემურ ბიგვავას ოჯახი სამმა ნიღბიანმა დააყაჩაღა

შეიარაღებული თავდასხმა სენაკში – თემურ ბიგვავას ოჯახი სამმა ნიღბიანმა დააყაჩაღა. შემთხვევის დროს სახლში 85 წლის ქალი იმყოფებოდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ოჯახიდან თანხა დანის მუქარით წაიღეს. თემურ ბიგვავას მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების ბიზნესი აქვს. სავარაუდოდ, დამნაშავეებისთვის ცნობილი იყო, რომ ოჯახი სახლში მასალის შესაძენ ფულს ინახავდა. პოლიციამ ოჯახი კატეგორიულად გააფრთხილა, რომ წართმეული თანხის რაოდენობა მედიასთან არ დაესახელებინათ. ამ დროისთვის თემურ ბიგვავას საცხოვრებელ სახლში საგამძიებო […]

სენაკში მიტროპოლიტი საბას ოჯახი დააყაჩაღეს

სენაკში მიტროპოლიტი საბას ოჯახი დააყაჩაღეს

სენაკში წუხელ ღამით ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბას ოჯახი დააყაჩაღეს. “კურიერის” ინფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონები, გაურკვეველი რაოდენობის თანხა და სხვა ნივთები. სახლში ყაჩაღობის დროს ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც, ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. რუსთავი 2