სენაკში მიტროპოლიტი საბას ოჯახი დააყაჩაღეს

სენაკში მიტროპოლიტი საბას ოჯახი დააყაჩაღესსენაკში წუხელ ღამით ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბას ოჯახი დააყაჩაღეს. “კურიერის” ინფორმაციით, წაღებულია მობილური ტელეფონები, გაურკვეველი რაოდენობის თანხა და სხვა ნივთები.

სახლში ყაჩაღობის დროს ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც, ბინაში უკანონო შეღწევით ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

რუსთავი 2