ჭდე: შსს

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 11 პირი დააკავა

ისნის მეტროში ყრუ-მუნჯ მამაკაცზე ძალადობისთვის 2 პოლიციელი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 6 ნარკორეალიზატორი: 1987 წელს დაბადებული ა.კ., 1997 წელს დაბადებული მ.თ., 1980 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.მ., 2000 წელს დაბადებული ა.გ., 1985 წელს დაბადებული მ.ბ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1987 წელს დაბადებული ტ. უ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს […]

თაღლითობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავეს

შსს - კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითობის ფაქტზე დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი დააკავა. მათ ბრალად ედებათ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა, რამაც დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა 2022 წლის დასაწყისში, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად, ერთ-ერთი ფინანსური ინსტიტუტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლება დაგეგმეს. დანაშაულებრივმა ქმედებამ 975.530 ლარის […]

არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო პატიმრობით დაისჯება

"ბავშვების დაჩოქება სკოლის ტერიტორიაზე არ მომხდარა" - მანდატურის განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური ხასიათის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრება და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევაა გათვალისწინებული. არასრულწლოვანის გაუპატიურება კი უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი. შსს-ს ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის […]

სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში – დაკავებულია 4 პირი

15 წლის მოზარდი 2 მაღაზიის, რესტორნისა და ტურისტული ოფისის გაქურდვისთვის დააკავეს

სპეცოპერაცია თბილისსა და რეგიონებში – პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 4 პირი დააკავა. მარნეულში დაკავებული ბ.ზ.-ს ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღო ფსიქოტროპული ნივთიერება და სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის 30 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინი”. ფონიჭალაში დაკავებული ბ.გ-ს ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღეს 1 შეკვრად დაფასოებული “ჰეროინის” შემცველი ნარკოტიკული საშუალება. ზუგდიდში დაკავებული ლ.ხ.-ის საცხოვრებელი […]

მაკო გომურმა შსს-ს წინააღმდეგ სასამართლო დავა წამოიწყო

გიორგი კვირიკაშვილი - "გახარიას რომ ეთქვა, ყველა ჩინოვნიკის სკამი შემოევლოს მაკო გომურის თვალსო, ეს იქნებოდა სწორი ნაბიჯი”

დღეს მაკო (მაია) გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. ინფორმაციას ამის შესახებ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” ავრცელებს. ორგანიზაციის ცნობით, გომური სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას ითხოვს. “როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. შსს-ს მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების სროლის […]

შსს – “არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, თანამშრომლები ვარჯიშობენ და სპეცმომზადებას გადიან”

შსს - კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, შსს-ს თანამშრომელთა განსაკუთრებული მობილიზება არ ხდება და პოლიციელთა გეგმური როტაცია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. „აღნიშნული როტაცია სხვადასხვა პერიოდულობით ტარდება, პოლიციელები საოკუპაციო ხაზზე იცავენ ჩვენ მოსახლეობას, თანამშრომლები ხან ვარჯიშობენ, ხან სპეციალურ მომზადებას გადიან. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება და საფუძველს მოკლებულია ამ თემაზე ატეხილი აჟიოტაჟი. რაც შეეხება […]

„მაღაზიაში გამოიცვალეს სისხლიანი ტანსაცმელი, ამოღებულია პასპორტები, დანები – შსს

ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელია პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით შსს-სი ბრიფინგი ჩატარდა. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 15 სექტემბერს, თბილისში, ვერიკო ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, ძებნილი პირები დააკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა დაგეგმეს ნ.კ.-ის განზრახ მკვლელობა, რისთვისაც მათ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და […]

ზუგდიდიდან ბათუმში სპეცრაზმი გადაიყვანეს

ზუგდიდიდან ბათუმში სპეცრაზმი გადაიყვანეს

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს ასეული ზუგდიდიდან ბათუმში გადაიყვანეს – ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს. იმისთვის, რომ ეს შესამჩნევი არ ყოფილიყო, თანამშრომლებს ბენზინები დაურიგეს და საკუთარი მანქანებითვე გაგზავნეს. “მთავარის” ინფორმაციით, ბათუმში წაიყვანეს დაახლოებით 7-მდე “კობრას” ტიპის ჯავშანმანქანაც. მობილიზაცია სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას უკავშირდება.

შსს – “სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს”

შსს - კახეთის მიმართულებით და თელავში გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება

შინაგან საქმეთა სამინისტრო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს. შეგახსენებთ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეოს აქვეყნებს და აცხადებს, ბათუმში იმყოფება. „ეს არის ბათუმი. 2 ოქტომბერს უნდა მივიდეთ არჩევნებზე, მივცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არავითარ შემთხვევაში არც ივანიშვილს, არც გახარიას. აქ უნდა ყოფილიყო ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც […]

შსს-მ 20 ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ 20 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში ჯამში 20 ნარკორეალიზატორი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განცხადა, ნარკოდანაშაულების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს […]