არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო პატიმრობით დაისჯება

არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო პატიმრობით დაისჯებაშინაგან საქმეთა სამინისტრომ სექსუალური ხასიათის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო.

საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით, სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრება და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევაა გათვალისწინებული. არასრულწლოვანის გაუპატიურება კი უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

შსს-ს ინფორმაციით, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ჩადენისთვის პასუხისგებაში 152 პირი მიეცა, მათგან 114 არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის დანაშაულშია მხილებული.