ჭდე: თამარ ჩუგოშვილი

თამარ ჩუგოშვილი: „პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედგება“

თამარ ჩუგოშვილი: „პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედგება“

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ვარაუდობს, რომ საქართველოს პრეზიდენტისა და უმრავლესობის შეხვედრა კონსტიტუციასთან დაკავშირებით არ შედგება. – როგორც იცით, ჩვენგან გამოითქვა სურვილი, რომ გვქონოდა შეხვედრა და მსჯელობა, თუმცა როგორც ჩანს, ეს შეხვედრა არ შედგება. ყოველ შემთხვევაში, მე შეხვედრაზე ინფორმაცია არ მაქვს, – განაცხადა ჩუგოშვილმა. როგორც ცნობილია, პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე ვეტოს გამოყენება […]

ნიკა გვარამია თამარ ჩუგოშვილზე – ”თვალთმაქცია და ინტელექტუალურად სტერილური”

ნიკა გვარამია თამარ ჩუგოშვილზე - ”თვალთმაქცია და ინტელექტუალურად სტერილური”

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დღევანდელ რიგგარეშე ხდომას ეხმაურება, სოციალურ ქსელში იგი თამარ ჩუგოშვილზე წერს: „ყველაზე გამორჩეული დღევანდელ სამარცხვინო სესიაზე მაინც სხდომის წამყვანი ჩუგოშვილი იყო, თავისი რეპლიკებით. არც მეტი, არც ნაკლები, გულისამრევი თვალთმაქცია და ინტელექტუალურად სტერილური“.

თინა ხიდაშელი თამარ ჩუგოშვილის წინააღმდეგ – ”ცუდი ამბავი ის არის, რომ კომისიის წევრმა ყოფილმა თავმჯდომარემ ეს ტრადიცია დაარღვია…”

თინა ხიდაშელი ვეტერან ვარსკვლავთა მატჩზე - ”საქველმოქმედო აქცია იქნებოდა, რომში ან მილანში რომ ეთამაშათ”

საია-ს ყოფილი თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას თინა ხიდაშელი ფეისბუქზე ასე გამოეხმაურა: ”ეს პოსტი ისტორიისთვის არის და კიდევ ფბ-ს მემორისთვის. ამასთანავე მძიმე პოსტია. ისტორია კი 1993 წელს დაიწყო, ქვეყნის ახალი კონსტიტუციის შექმნის პირველივე მცდელობისას. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მაშინდელმა თავმჯდომარემ დათო უსუფაშვილმა ხელი არ მოაწერა შევარდნაძის დავალებით ერთ ღამეში შეცვლილ, ე.წ ჩიკაგოს ვერსიის გაფუჭებულ […]

თამარ ჩუგოშვილი _ ”მარგველაშვილის სასოწარკვეთილ ნაბიჯს სერიოზულად ვერ შევაფასებ”

თამარ ჩუგოშვილი _ ”მარგველაშვილის სასოწარკვეთილ ნაბიჯს სერიოზულად ვერ შევაფასებ”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული ვარიანტის მომზადებას “სასოწარკვეთილ ნაბიჯად“ აფასებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტის ამ ინიციატივის სერიოზულად შეფასება უჭირს. – ნამდვილად არ ვიცი რამდენად შეიძლება ამ ინიციატივისთვის პასუხის გაცემა. კონსენსუსის რაღაც ახლებური განმარტებაა, როცა უმრავლესობა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და ვინც მოსახლეობამ ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად აირჩია, პროცესს უნდა გამოეთიშოს და ვიღაცამ სხვამ, სადღაც […]

თამარ ჩუგოშვილი: „უკრაინის დელეგაცია გვეხვეწებოდა, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო“

თამარ ჩუგოშვილი: „უკრაინის დელეგაცია გვეხვეწებოდა, სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთ აქედანო“

– ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელიდან დაწყებული, სხვა წევრებით გაგრძელებული, ყველა გვეხვეწებოდა მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნეთ და მოგვაშორეთო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს. თამარ ჩუგოშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება. – ე.ი. მიშაზე დიდად კომენტარები არ ღირს, მაგრამ რადგან თავს გვახსენებს, […]

თამარ ჩუგოშვილმა ”ქართულ ოცნებაში” დაპირისპირება აღიარა – საარჩევნო სისტემაზე ვერ ვთანხმდებით

თამარ ჩუგოშვილმა ”ქართულ ოცნებაში” დაპირისპირება აღიარა - საარჩევნო სისტემაზე ვერ ვთანხმდებით

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთადერთი თემა, რაზეც უმრავლესობა ვერ თანხმდება, საპარლამენტო საარჩევნო სისტემაა. როგორც ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის ნაწილი მომხრეა, მაჟორიტარული საარჩევო სისტემა დარჩეს, ხოლო მეორე ნაწილი მხარს უჭერს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. – ერთადერთი თემა, რომელზეც ახლა მიდის დისკუსიები, არის საპარლამენტო საარჩევნო სისტემა. მომხრეები ჰყავს მაჟორიტარული სისტემის დატოვებას, ასევე […]

თამარ ჩუგოშვილი: ”აფგან მუხთარლის საქმე ჩემთვის ძალიან საგანგაშოა”

თამარ ჩუგოშვილი: ”აფგან მუხთარლის საქმე ჩემთვის ძალიან საგანგაშოა”

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქართველოდან შესაძლო გატაცების საქმეზე ნებისმიერ დაინტერესებული პირის ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს. ამის შესახებ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებთან დღეს განაცხადა. – აფგან მუხთარლის საქმე ჩემთვის ძალიან ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და საგანგაშო საკითხია. ეს საქმეა, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს და რომელზეც საზოგადოებას კითხვები არ უნდა დარჩეს. პარლამენტი კარგი პლატფორმაა ხელისუფლების […]

თამარ ჩუგოშვილი – რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო

თამარ ჩუგოშვილი - რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო

– რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის ფორმატი არაეფექტური ყოფილიყო. ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაცია სერიოზულად დაფიქრდება გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში. როგორც თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რუსეთის პოზიციები სრულიად აცილებულია საერთაშორისო ორგანიზაციების და ზოგადად დასავლური სამყაროს მოსაზრებებს. – რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჟენევის […]