ჭდე: თბილისის მერია

თბილისის მერიას ყინულის მოედანი დაუდნა

თბილისის მერიას ყინულის მოედანი დაუდნა

თბილისის მერიის ფიგურული სრიალის ცენტრში ბავშვები უკვე ორი კვირაა ვერ ვარჯიშობენ. არც მეტი, არც ნაკლები, თბილისის მერიას კოსტავას 75ა-ში მდებარე ყინულის მოედანი დაუდნა. ცნობილი მოციგურავის, მარინა ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის ცენტრი, რომელიც თბილისის მერიის დაქვემდებარებაშია, ბავშვების საყვარელი გასართობი ადგილადია წელიწადის ყველა დროს. თუმცა, მოძველებული ტექნიკისა თუ სავალალო შემთხვევის წყალობით, დანადგარი, რომელიც ყინულის შენარჩუნებაზე იყო პასუხისმგებელი, […]

სითი პარკი – “კალაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო”

სითი პარკი - "კალაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო"

“სითი პარკის” განცხადებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათთვის მოულოდნელი იყო. გადაწყვეტილება კომპანიამ კახა კალაძის ბრიფინგიდან მოისმინა. ამის შესახებ კომპანიამ “პირველს” განუცხადა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სითი პარკთან” ხელშეკრულებას წყვეტს. კალაძის თქმით, ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებაა.

თბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდა

თბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდა

თბილისის მერიაში ხანძარი გაჩნდა. შედეგად დაახლოებით 4 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი მე-13 სართულზე, 15-20 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში გაჩნდა, სადაც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის სამუშაო ოთახებია განთავსებული. ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამომწვევ მიზეზებს გამოძიება სწავლობს.

თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145.600 ლარით დააჯარიმა

თბილისის მერიამ გენგეგმის ჯგუფი 145.600 ლარით დააჯარიმა

თბილისის მერიამ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე მომუშავე ჯგუფი ოჯერ დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა droa.ge ავრელებს. გამოცემის ცნობით, მერიამ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფი “სითი ინსტიტუტი საქართველო” წინა კვირას 5.600 ლარით, ხოლო ორი დღის წინ 140.000 ლარით დააჯარიმა. ორგანიზაციის დირექტორი მამუკა სალუქვაძე დაჯარიმების მიზეზებს არ განმარტავს. – ჩვენთვისაც გაუგებარია, რა გახდა დაჯარიმების საფუძველი. სამსახურმა არ განგვიმარტა, ჩვენ რომელ ძველ შენიშვნებთან დაკავშირებით […]

თბილისის მერია ჩუღურეთში, ცაიშის N36-ში, მცხოვრებლებს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში გადასცემს

თბილისის მერია ჩუღურეთში, ცაიშის N36-ში, მცხოვრებლებს საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში გადასცემს

ჩუღურეთის რაიონში, ცაიშის ქუჩა N36-ში მცხოვრებლებს დედაქალაქის მერია საცხოვრებელ ფართებს საკუთრებაში გადასცემს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის, ვისაც საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა აწუხებთ, ეტაპობრივად დაიწყება ამის მოგვარება. – მოგეხსენებათ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში იმ ადამიანებს, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში ბიუროკრატიული პროცედურების, თუ სხვა მიზეზების გამო, საცხოვრებელი ფართების დაკანონების პრობლემა […]

თბილისის მერიის 4 უწყების ახალი ხელმძღვანელები ცნობილია – კობახიძე, ბოლოთაშვილი, თავართქილაძე, გვენცაძე

თბილისის მერიის 4 უწყების ახალი ხელმძღვანელები ცნობილია - კობახიძე, ბოლოთაშვილი, თავართქილაძე, გვენცაძე

დედაქალაქის მთავრობა ახალი შემადგენლობით დღეს პირველ სხდომას გამართავს. დღესვე კახა კალაძე თბილისის მერიის დაქვედმებარებაში არსებული 4 უწყების ახალ ხელმძღვანელებს წარადგენს. imedinews-ისთვის ცნობილი გახდა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანიას მამუკა კობახიძე უხემძღვანელებს. არქიტექტურის სამსახურს თეიმურაზ ბოლოთაშვილი, ქონების მართვის სააგენტოს კი ირაკლი თავართქილაძე უხელმძღვანელებენ. უკვე ცნობილია, რომ ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელად კახაბერ გვენცაძე ინიშნება.  თბილისის მერიაში სხდომა 11 საათზე დაიწყება. თბილისის მთავრობა სრული შემადგენლობით […]

თბილისის მერის მოადგილეებმა პრემია-დანამატები 15-ჯერ მიიღეს

თბილისის მერის მოადგილეებმა პრემია-დანამატები 15-ჯერ მიიღეს

 თბილისის მერის ორმა მოადგილემ 2016 წლის განმავლობაში პრემია და დანამატები 15-ჯერ, ვიცე-მერმა კი 13-ჯერ მიიღეს. მათი ანაზღაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელფასზე მნიშვნელოვნად მეტია, ხოლო დედაქალაქის მერის ხელფასს თითქმის 2-ჯერ აღემატება. ქალაქ თბილისის მერიის თანამდებობის პირთა სარგოების ოდენობა ქალაქის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-86 დადგენილებით არის განსაზღვრული, რომლის თანახმად, მერის პირველი მოადგილის (ვიცე-მერის) ხელფასი თვეში 2950 ლარია, სხვა მოადგილეებისა […]

თბილისის მერია – დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია

თბილისის მერია - დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა მეტროსადგურ ,,დიდუბის“ და გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს. “თბილსერვის ჯგუფის’’ თანამშრომლებმა ტერიტორია დაასუფთავეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა დაგეგმილი ღონისძიების შესახებ გარემოვაჭრეები რამდენიმე დღით ადრე გააფრთხილეს. თბილისის მერის მოადგილის, გიგა ნიკოლეიშვილის განცხადებით, ამით დედაქალაქში გარევაჭრობის საწინააღმდეგო ღონისძიებები დასრულებულია. ,– ერთდროულად […]

მოვაჭრეები მერიაში შეჭრას ცდილობენ

მოვაჭრეები მერიაში შეჭრას ცდილობენ

ხმაურია ამ წუთებში მერიის შენობასთან, სადაც დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები შესვლას ცდილობენ. ხმაური ადგილზე საპატრულო პოლიციისა და მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომლების გამოჩენამ გამოიწვია. მოვაჭრეების თქმით, თუ მათ არ შეუშვებენ შიგნით, მაშინ ვერავინ გამოვ შენობიდან. დიდუბის ბაზრის მოვაჭრეები თბილისის მერიასთან დილით შეიკრიბნენ. მოვაჭრეების განცხადებით, დიდუბის რაიონში მდებარე ორ ბაზარსა და ორი შპს-ს ერთმანეთში აქვთ დავა და ამით […]

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

ძლიერი ქარის გამო თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.უწყების ინფორმაციათ, თბილისის მერის მოადგილეები და რაიონის გამგებლები ქალაქის სხვადასხვა უბნებში იმყოფებიან, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა. თბილისის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, ცალკეული შემთხვევების შესახებ დარეკონ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე 2 722222.