ჭდე: თბილისის ზღვა

თბილისის ზღვაზე 20 წლის ბიჭი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

თბილისის ზღვაზე 20 წლის ბიჭი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს

თბილისის ზღვის ტერიტორიაზე 20 წლის ბიჭის ცხედარი ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს. არსებული ინოფრმაციით, გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. შემტხვევა გუშინ მოხდა. გარდაცვლილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმის მკვიდრია. ის საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავარია თბილისის ზღვაზე – დაიღუპა ბავშვი

ავარია თბილისის ზღვაზე - დაიღუპა ბავშვი

ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისის ზღვაზე არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. არასრუწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში მძიმე დაზიანებებით გადაიყვანა, თუმცა გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ერთი ადამიანი. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი უცნობია. მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. რუსთავი 2

თბილისის ზღვაში მანქანა გადავარდა – გარდაცვლილია ორი ადამიანი

თბილისის ზღვაში მანქანა გადავარდა - გარდაცვლილია ორი ადამიანი

უბედური შემთხვევა თბილისში – გუშინ გვიან ღამით ზღვაში მსუბუქი ავტომობილი გადავარდა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. როგორც „ნიუპოსტს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ორი ადამიანი გარდაცვლილი დახვდათ, მყვინთავებმა შეძლეს ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში არიან მოთავსებული. ცხედრები კი პროზექტურაში გადაასვენეს. დაშავებულები ამ დროისათვის სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს და თავს კარგად გრძნობენ. გარდაცვლილია […]