ჭდე: თბილისის ზღვა

თბილისის ზღვაში დაკარგული მეორე მოზარდიც გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ზღვაში დაკარგული მეორე მოზარდიც გარდაცვლილი იპოვეს

მყვინთავებმა თბილისის ზღვაში დაკარგული მეორე მოზარდიც გარდაცვლილი იპოვეს, ცხედარს წყალში რამდენიმე წუთის წინ მიაგნეს. კიდევ ერთი გარდაცვლილი ბიჭის ცხედარი მყვინთავებმა დაახლოებით 1 საათის წინ ამოიყვანეს. “კურიერის” ინფორმაციით, მოზარდები ერთმანეთს არ იცნობდნენ და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი შემთხვევებია. სამძებრო სამუშაოები დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და პოლიცია.

თბილისის ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს – მეორე დაკარგულს ეძებენ

თბილისის ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს - მეორე დაკარგულს ეძებენ

თბილისის ზღვაში მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეორე დაკარგული არასრულწლოვნის საძიებო სამუშაოები გრძელდება. უწყების ინფორმაციით, ადგილზე 5 მყვინთავი მუშაობს და ასევე ხდება სანაპიროს მონიტორინგი. შემთხვევა თბილისის ზღვაზე, ვარკეთილის სანაპიროსთან  მოხდა. “კურიერის” ინფორმაციით, ერთ-ერთი მოზარდი ლაგოდეხის რაიონიდან, სოფელ კაბალიდან არის.

ცოლის თბილისის ზღვაზე გაუპატიურებისთვის ი.ჩ.-ს 7 წელი მიესაჯა

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ ძალადობის და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებული ი.ჩ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ი.ჩ-მ 2019 წლის 25 თებერვალს მეუღლეს – ნ.ს-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახის არეში ხელი დაარტყა და ტუჩი გაუხეთქა. 2019 წლის 26 თებერვალს ღამის საათებში ი.ჩ.-მ დაზარალებული მანქანით წაიყვანა თბილისის […]

თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გაკვეთილების შემდეგ სამი თანაკლასელი საბანაოდ წავიდა, როდესაც უბედური შემთხვევა მოხდა. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

თბილისის ზღვის ფსკერიდან გონდაკარგული ტურისტი ამოიყვანეს

თბილისის ზღვის ფსკერიდან გონდაკარგული ტურისტი ამოიყვანეს

მაშველებმა თბილისის ზღვაზე ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე მაშველებმა, თბილისის ზღვიდან უგონო მდგომარეობაში მყოფი ტურისტი, 17 წლის მამაკაცი ამოიყვანეს. მაშველმა კოშკურიდან ახალგაზრდა მამაკაცი შეამჩნია, რომელიც წყლიდან გამოსვლას ვერ ახერხებდა და იხრჩობოდა. მან დახმარება გამოიძახა, თავად კი დაუყონებლივ დასახმარებლად გაცურა. წყალზე მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი ზღვის ფსკერზე იპოვნეს. ნაპირზე ამოყვანის შემდეგ […]

თბილისის ზღვაზე 23 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 23 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე, Gino Paradise – ს მიმდებარედ 23 წლის ბიჭი დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი. როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო.

გიგლა ბარამიძემ ლივერპულის გამო თბილისის ზღვა სიგრძეზე გადაცურა

გიგლა ბარამიძე - "ოცნება" სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ უკვე იმპიჩმენტზე ფიქრობს"

მისი და ლივერპულის მეგობრობა 40 წლის წინ დაიწყო. როდესაც თბილისის დინამომ ინგლისური გრანდი 3:0 დაამარცხა, სხვებთან ერთად ზეიმობდა და ალბათ ვერ წარმოიდგენდა, რომ ოდესმე ლივერპულის თავგადაკლული ფანი გახდებოდა. წელს მისი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა და მეგობრებმა ფინალზე დაპატიჟეს, მაგრამ პოლიტიკამ ხელი შეუშალა. 2 ივნისს მისი პარტია ყრილობას ატარებს. ის პარტიის ერთ-ერთი ლიდერია და […]

თბილისის ზღვაზე 45 წლის დაღუპული მამაკაცი იპოვეს

ქარელში 2 წლის ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს

თბილისის ზღვაზე, 45 წლამდე დაღუპული მამაკაცი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები. მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები უცნობია.

ავარიას თბილისის ზღვასთან ბავშვი შეეწირა

მამაკაცი, რომელსაც რუსთავში 1 თვე ეძებდნენ, საკუთარ მანქანასთან გარდაცვლილი იპოვეს

მსხვერპლით დასრულდა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავარია. თვითმხილველთა ინფორმაციით, ხუდადოვის ქუჩაზე ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად, ერთ-ერთ ავტომობილში მყოფი მცირეწლოვანი დაიღუპა. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ნიუპოსტი

თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 27 წლის მამაკაცი დაიხრჩო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი, ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორიიდან, წყლიდან ამოიყვანეს. მათივე ინფორმაციით, შეტყობინებაზე მაშველები თვითმხილველის განცხადების საფუძველზე გავიდნენ. ადგილზე მუშაობდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე სამაშველო ჯგუფები და განსაკუთრებული სიტუაციების დანაყოფები. ინტერპრესნიუსი