ჭდე: თემირლან მაჩალიკაშვილი

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სუს-ს სასამართლოში უჩივლეს

თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სუს-ს სასამართლოში უჩივლეს

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლების სახელით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. სარჩელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 2017 წლის 26 დეკემბერს ახმეტის რაიონში ჩატარებული სპეცოპერაციის თაობაზე, 2017 წლის 26 დეკემბერსა და 2018 წლის 4 იანვარს გაკეთებულ საჯარო განცხადებებს უკავშირდება, რომელშიც სუს-ის ოფიციალური წარმომადგენლები, მტკიცებით ფორმაში […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – უდანაშაულოდ დახვრიტეს ჩემი შვილი, ფაქტობრივად მძევლად ვიყავი აყვანილი, მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს

მალხაზ მაჩალიკაშვილი ირაკლი შოთაძეს პანკისში ეპატიჟება

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთან ერთად თბილისის პროკურატურაში იმყოფება. როგორც პროკურატურაში შესვლამდე მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, მას სრული უფლება აქვს იცოდეს, თუ რა მოხდა მის სახლში, როცა მძინარე შვილი მოუკლეს. “ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ უკანონოდ და უდანაშაულოდ დახვრიტეს ჩემი შვილი, თემირლანი საკუთარ საწოლში. იმ ღამეს მე მქონდა ყველაფრის უფლება, რომ გამეგო რა ხდებოდა იქ. მე […]

“ჩემი შვილის სისხლს არავის შევარჩენ, ჩემებურად მოვიქცევი…”- მაჩალიკაშვილის მამა მის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს

მალხაზ მაჩალიკაშვილი - ”იმას ნუ გააკეთებენ, რომ ოჯახიანად ამოვწყვიტო. ვთხოვ სახელმწიფოს, გაასამართლოს და მაგის სახე დამანახოს”

დუისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი და შემდეგ გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ უწევს ბრძოლა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, რომ„პროკურატურა და სხვა ძალოვანი უწყებები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის დაკვეთებს ასრულებენ და იმ მტკიცებულებებს ანადგურებენ, რომლებიც თემირლანის უდანაშაულობას ადასტურებს“. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამა ამბობს, რომ ხელყუმბარა, რომელიც საქმეში ნივთმტკიცებად იდო განადგურებულია. მაჩალიკაშვილები მთავარი პროკურორის […]

“თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის ხელყუმბარა სხვა საქმეშიც ფიგურირებს”

ვინ არის 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი

– ხელყუმბარა, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეში ნივთმტკიცება იყო, მაგრამ ახლა განადგურებულია, კიდევ სხვა საქმეშიც ფიგურირებს, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ხელყუმბარა ბრალდებულ რუსლან ალდამოვის საქმეშიც ფიგურირებს. – სასწრაფო წესით მოხდა ამ ხელყუმბარის განადგურება, ოპერაციის ჩატარებიდან ერთ კვირაში. ხელყუმბარა, რომელიც მათ წარმოადგინეს, კიდევ სხვა […]

მარიამ კუბლაშვილი – “ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა”

მარიამ კუბლაშვილი - “ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა”

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი 19 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების საქმის ფარგლებში, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო. მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ტყვიაზე, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილი უნდა გარდაცვლილიყო, სისხლის კვალი არ აღმოჩნდა: – რაც არ დადასტურდა და რაც ალბათ შემდგომი განხილვის მსჯელობის საგანი გახდება, არის ლითონის ფრაგმენტი. როგორც ექსპერტიზაშია მითითებული, იგივე ტყვიაზე, რომელიც კედელში გაჩერდა, ანუ გავიდა […]

თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სოფელ დუისის სასაფლაოზე დაკრძალეს. მანამდე კი, მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებმა, ახლობლებმა სახლის ეზოში ლოცვა აღავლინეს. მაჩალიკაშვილებს დღეს დილიდან მომხდარის გამო მიუსამძიმრეს ახლობლებმა, პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, სასულიერო პირებმა და ა.შ. თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაიჭრა და გუშინ წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მარიამ კუბლაშვილი – “თემირლანს ხელყუმბარა ჩაუდეს… სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული სინათლე და ამაზე მოახდინა რეაგირება”

მარიამ კუბლაშვილი - "თემირლანს ხელყუმბარა ჩაუდეს... სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული სინათლე და ამაზე მოახდინა რეაგირება"

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ საქმეში ხელყუმბარა ხელოვნურადაა ჩადებული. – ძალიან ბევრი მტკიცებულება გვაქვს, რომ თემირლანს სპეცოპერაციის დროს ხელყუმბარა არ ჰქონია. ერთ-ერთი მტკიცებულება სპეცოპერაციამდე რამდენიმე წამით ადრე გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინებაა. წამიერად არის მომხდარი კარის შენგრევა და სროლა. იგი ფიზიკურად ვერ მოასწრებდა სხვა მოქმედებას. სპეცრაზმელმა სიბნელეში დაინახა ტელეფონიდან წამოსული […]

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი დუისში ჩაასვენეს

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი დუისში ჩაასვენეს

თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩაასვენეს. მაჩალიკაშვილების ოჯახს ადგილობრივები უსამძიმრებენ. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილით გარდაიცვალა. ცხედარს თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა. ოჯახი დილიდან სამძიმარს იღებს. ახალგაზრდას ხვალ, შუადღეს დაკრძალავენ. თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი ამ დრომდე […]

“სპეციალურად მომიკლეს შვილი, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს”- მაჩალიკაშვილის დედა იმუქრება

"სპეციალურად მომიკლეს შვილი, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს"- მაჩალიკაშვილის დედა იმუქრება

თემირლან მაჩალიკაშვილის დედის განცხადებით, მისი შვილი ტყუილად მოკლეს და ის ამ საქმეს ასე არ დატოვებს. მედიკო მარგოშვილმა კომენტარი საავადმყოფოსთან მისი შვილის გარდაცვალების ამბის გაგების შემდეგ გააკეთა. – ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა სათითაოდ მოვუღებ ბოლოს თუ ცოცხალი ვიქნები, დღეს დილით გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ სადისტებმა და ფაშისტებმა, არაფრის გულისთვის, – განაცხადა თემირლან […]

თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა

ვინ არის 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი

დღეს დილით პანკისის სპეცოპერაციისას დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა და რამდენიმე დღის განმავლობაში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმის თქმით, დილის 8 საათისთვის მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.