“სპეციალურად მომიკლეს შვილი, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს”- მაჩალიკაშვილის დედა იმუქრება

"სპეციალურად მომიკლეს შვილი, ვინც დამნაშავეა, სათითაოდ მოვუღებ ბოლოს"- მაჩალიკაშვილის დედა იმუქრებათემირლან მაჩალიკაშვილის დედის განცხადებით, მისი შვილი ტყუილად მოკლეს და ის ამ საქმეს ასე არ დატოვებს. მედიკო მარგოშვილმა კომენტარი საავადმყოფოსთან მისი შვილის გარდაცვალების ამბის გაგების შემდეგ გააკეთა.

– ამას ისე არ დავტოვებ, ვინც დამნაშავეა სათითაოდ მოვუღებ ბოლოს თუ ცოცხალი ვიქნები, დღეს დილით გადაგვყავდა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ სადისტებმა და ფაშისტებმა, არაფრის გულისთვის, – განაცხადა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ.

თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მძიმედ დაიჭრა. სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვია მას თავში მოხვდა. ის დღემდე მძიმე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ნიუპოსტი