ჭდე: თორნიკე რიჟვაძე

პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს დღეს დაასახელებს

გიორგი მარგველაშვილი: ვიმედოვნებთ, სააკაშვილის უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს დაასახელებს. პრეზიდენტი განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს. აღნიშნულ თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი დაასახელა. პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარაში პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები უკვე გამართა.

აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს

აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე თორნიკე რიჟვაძე წარადგინეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა. „ქართული ოცნების“ კანდიდატი ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელია. ის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეც იყო. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოზე აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე ხუთი კანდიდატურა განიხილა და მათგან უპირატესობა რიჟვაძეს მიანიჭა. მისი განცხადებით, ის რეგიონს კარგად იცნობს და სამოქმედო პროგრამას მაშინ წარადგენს, როდესაც მისი კანდიდატურის დასამტკიცებლად შეიკრიბებიან. რიჟვაძე ცვლილებებსაც აანონსებს. მას […]

“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

"საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს

“საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“ თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებს. რიჟვაძე ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმებამდე მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა. მანამდე, თორნიკე რიჟვაძე მუშაობდა კერძო სექტორში და იყო კომპანია „აჭარის წყალი ჯორჯიას“ იურიდიული დირექტორი. მას განათლება აქვს მიღებული საქართველოსა და აშშ-ის უნივერსიტეტებში, ფლობს ლონდონის სიტის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრის ხარისხს. ბიზნესმედია