აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს დაასახელებს. პრეზიდენტი განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს.
აღნიშნულ თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი დაასახელა.
პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარაში პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები უკვე გამართა.