ჭდე: ზურა შევარდნაძე

“ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს. რეზო გაბრიაძე. წელს დაიგვიანა, აღარ მოვიდა” – ზურა შევარდნაძე

"ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს. რეზო გაბრიაძე. წელს დაიგვიანა, აღარ მოვიდა" - ზურა შევარდნაძე

ზურა შევარდნაძემ ფეისბუქში დაწერა: “ივნისის პირველ კვირას, როცა მის ოქროყანის ბაღში ჩემი დარგული ბალი მწიფდა, აუცილებლად მიგზავნიდა პატარა, ძალიან საყვარელ ვედროს, რომელშიც ოთხი ცალი ბალი ეტეოდა, ხანაც ხუთი. ყოველთვის ერთიდაიგივე წერილით: “ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს.” რეზო გაბრიაძე. წელს დაიგვიანა, ძალიან ველოდებოდი.. აღარ მოვიდა.”

ზურა შევარდნაძე – “მოდიან, მიყვებიან ცის და ქვეყნის ამბავს, საღამოს არაფერი აღარ მახსოვს”

ზურა შევარდნაძე - მგონი "უხერხულიას" აღარც ვიყენებთ

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს: „მეტისმეტად გულმავიწყი კაცი ვარ.. მოდიან, მიყვებიან ცის და ქვეყნის ამბავს, საღამოს არაფერი აღარ მახსოვს, ვინ ვისი რაა, ვინ ვის დაუმეგობრდა, გაყვა, შეიყვარა, გადაიყვარა, შეერთო, გაეყარა, არაფერი, საერთოდ არაფერი არ მახსოვს.. ვერც დაბადების დღეებს ვერ ვიმახსოვრებ. ერთი რაც არასდროს არ მავიწყდება, ვის რა ყვავილი უყვარს, ვის როდის რა თაიგული გავუგზავნე, ვისთვის […]

“დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა… საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება…” – რას წერს ზურა შევარდნაძე

"დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა... საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება..." - რას წერს ზურა შევარდნაძე

ზურა შევარდნაძემ ფეისბუქში დაწერა: “დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული. ერთი თვევა, ვათანხმებთ, ვუთანხმებთ, ვწერთ და ვკითხულობთ. გუშინ შუადღეს ვიგებთ, რომ არ გვაქვს უფლება. ხარჯი გაწეული, თითქმის ყველაფერი ნაყიდი, ასორმოცდაათ სტუმარს ეპატიჟებოდა ახალადშექმნილი, ძალიან სიმპატიური ოჯახი. საპატარძლო ტირის, სასიძო იგინება ოიიიი როგორ უწმაწურად იგინება.. სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს, სადედამთილო ძნებად მოზიდული შეკვეთილი ყვავილის. […]

ზურა შევარდნაძე – “შვიდი წელი ვიმუშავე ამ ჯიხურში, კაცმა არ იცის რამდენი გვირგვინი, კალათი თუ თაიგული შევკარი”

ზურა შევარდნაძე - "შვიდი წელი ვიმუშავე ამ ჯიხურში, კაცმა არ იცის რამდენი გვირგვინი, კალათი თუ თაიგული შევკარი"

ზურა შევარდნაძე სტუდენტობის წლებს იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს: “სტუდენტი, რომ გავხდი 18 წლის ვიყავი. ასკანიდან ჩამოვედი, დეიდებთან, მელიქიშვილზე, მიმიჩინეს ერთი კუთხე. ჩემს შენახვას სოფლიდან ვერ შეძლებდნენ, რამე უნდა მეღონა. თერთმეტი ნომერი ტროლეიბუსით დავდიოდი უნუვერსიტეტის მაღლივ კორპუსში, ვაკის პარკის მოპრდაპირე მხარეს უშნო, დიდი რკინის ჯიხური იდგა გზის პირას, ქალები წავკისიდან ჩამოტანილი ყვავილით ვაჭრობდნენ. ერთი კვირა […]

ზურა შევარდნაძე – მგონი “უხერხულიას” აღარც ვიყენებთ

ზურა შევარდნაძე - მგონი "უხერხულიას" აღარც ვიყენებთ

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში ”ორმოცი წლის წინ მერიკო ბებიასგან გაგონილ და დამახსოვრებულ წინადადებებს” აქვეყნებს. -“სადილის დროა, ახლა ნუ წახვალ- უხერხულია” -“მგლოვიარე ადამიანი, რომ შეგხთება, ნუ შეაფართქალდები, დაბალ ხმით მიესალმე, თავი დაუკარი- უხერხულია სხვაფერ” -“უფროს ადამიანს შენ ნუ დაასწრებ სალამს, დეელოდე ნენა, -უხერხულია” -“დროზე, შენით მიხთი წამოსლას.. მასპინძელი ხომ არ გეტყვის დაღამდა წაი აწი შინო? -უხერხულია” […]

ზურა შევარდნაძე – ”ქვეყანაში, რომელიც ბადრიჯანს თურქეთიდან ყიდულობს, რატომ გგონიათ, რომ იგივე ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება?!”

ზურა შევარდნაძე - ”ქვეყანაში, რომელიც ბადრიჯანს თურქეთიდან ყიდულობს, რატომ გგონიათ, რომ იგივე ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება?!”

მებაღე ზურა შევარდნაძემ ფეისბუქში დაწერა: ”კანაფის და საერთოდ ყველა მცენარის მოვლას და მოსავალის მოწევას ბევრი შრომა სჭირდება.. ქვეყანაში, რომელიც ბადრიჯანს თურქეთიდან ყიდულობს, უშველებელი მანქანებით ჩამოდის მთელი ზამთარი ბროკოლით დაწყებული, ფორთოხლით დამთავრებული ხილის და ბოსტნეულის უმრავლესობა უცხო ქვეყნიდან რატომ გგონიათ, რომ იგივე ხალხი მარიხუანას პლანტაციებში შრომით გაითანგება და ამით საკუთარ ოჯახებს არგებენ და ქვეყნის ეკონომიკასაც გააძლიერებენ?! […]