“ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს. რეზო გაბრიაძე. წელს დაიგვიანა, აღარ მოვიდა” – ზურა შევარდნაძე

"ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს. რეზო გაბრიაძე. წელს დაიგვიანა, აღარ მოვიდა" - ზურა შევარდნაძეზურა შევარდნაძემ ფეისბუქში დაწერა:

“ივნისის პირველ კვირას, როცა მის ოქროყანის ბაღში ჩემი დარგული ბალი მწიფდა, აუცილებლად მიგზავნიდა პატარა, ძალიან საყვარელ ვედროს, რომელშიც ოთხი ცალი ბალი ეტეოდა, ხანაც ხუთი. ყოველთვის ერთიდაიგივე წერილით: “ზურიკო, გიგზავნი ერთ ვედრო ბალს.”
რეზო გაბრიაძე.
წელს დაიგვიანა, ძალიან ველოდებოდი..
აღარ მოვიდა.”