ჭდე: ზურაბიშვილი

მარგველაშვილი – “ზურაბიშვილი პატიმარი სააკაშვილის ბედით უნდა დაინტერესდეს”

მარგველაშვილი - "ზურაბიშვილი პატიმარი სააკაშვილის ბედით უნდა დაინტერესდეს"

პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში შესაძლოა, შუამავალი გიორგი მარგველაშვილი გახდეს. მეოთხე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საგანგებო შეხვედრას სთავაზობს. მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილის მძიმე მდგომარეობით უნდა დაინტერესდეს. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, იმაზე რაც ახლა ხდება, დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მოქმედ პრეზიდენტზეცაა. – პრეზიდენტოს საკითხი ავტომატურად პრეზიდენტის კომპეტენციის ქვეშაა, ისევე როგორც მისი კომპეტენციის ქვეშ არის ქვეყნის მთლიანობის საკითხი და ეს მხოლოდ ქვეყნის […]

“სალომე ზურაბიშვილის განცხადება სააკაშვილის შეწყალებაზე პოლიტიკური სიბეცეა”

"პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებაზე დაელაპარაკნენ" - მირიან მირიანაშვილი

ადვოკატი, ადამიანის უფლებათა დამცველი ლია მუხაშავრია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება სააკაშვილის შეწყალების შესახებ პოლიტიკური სიბეცეა: – არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად არ იყო გამართლებული პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, როდესაც ჯერ არ ჰქონდათ მისთვის მიმართული შეწყალების თხოვნით, მან დაასწრო მოვლენებს და წინასწარ განაცხადა, რომ არ შეიწყალებს. ეს არ შეიძლება, რადგან მან არ იცის, […]

სალომე ზურაბიშვილი – “სააკაშვილს არასდროს შევიწყალებ”

სალომე ზურაბიშვილი - „კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან... დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ მის შეწყალებას არ აპირებს. როგორც ზურაბიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კანონის წინაშე ყველა ერთი უნდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ყურება კამერებით სასიამოვნო არ იყო. “ქვეყნის პრეზიდენტისთვის მართალია სასიამოვნო არაა, როცა ყოფილ პრეზიდენტს აპატიმრებენ კამერების წინაშე. თუმცა, სამართალი და […]

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო ვიზიტი საფრანგეთში ემანუელ მაკრონთან შეხვედრით დაასრულა. პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა ტრიუმფალურ თაღთან უცნობი ჯარისკაცის საფლავთან საფრანგეთისათვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს . “ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა გვირგვინით შეამკეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საფრანგეთისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას, რის შემდეგაც ემანუელ მაკრონმა და სალომე ზურაბიშვილმა ერთმანეთს დელეგაციები წარუდგინეს. ცერემონიის […]

ზურაბიშვილსა და ივანიშვილს შორის მალე ღია ომი დაიწყება – რა ხდება პრეზიდენტსა და მარგველაშვილს შორის

"ზურაბიშვილი შეეცდება, ივანიშვილისგან თავი დაიძვრინოს"

ყველანაირად არეული ქვეყანა მალე კიდევ ერთი დაპირისპირების მომსწრე გახდება. სალომე ზურაბიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ომი უკვე დაიწყო და ის მალე სააშკარაოზე გამოვა. ამის პირველი ნიშანი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გადადგომა იყო. 19 აპრილს ლაშა ჟვანიამ გვაუწყა, რომ 1 მაისიდან მუშაობას ისევ საპატრიარქოში გააგრძელებს. “ოცნებაში” ამბობენ, რომ მან სალომე ზურაბიშვილის კაპრიზებს ვერ გაუძლო და ამიტომ წავიდა […]

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის მერს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის მერს, კახა კალაძეს შეხვდა.როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, პირველ სამუშაო შეხვედრაზე კახა კალაძემსალომე ზურაბიშვილს 2019 წელს დედაქალაქში დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გაააცნო. პრეზიდენტმა თბილისის მერს მათ განხორციელებაში მხარდაჭერა აღუთქვა. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, ქვეყნის შიგნით და საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებს შეეხო. შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია დაესწრო.

პუტინმა ზურაბიშვილს და პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა

პუტინმა ზურაბიშვილს და პოროშენკოს დამდეგი ახალი წელი არ მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ ქვეყნების ლიდერების სია, რომელსაც პრეზიდენტმა ახალი წელი და შობა მიულოცა.სიაში მოხსენიებული არ არის საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. სულ პუტინის მილოცვა 50-მა ადრესატმა მიიღო, მათ შორის არიან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ლიდერები და ბაშარ ასადი.

“ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ ვაღიარებთ” – ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის

"ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ ვაღიარებთ" - ინაუგურაცია გრიგოლ ვაშაძის გარეშე ჩაივლის

გაერთიანებულ ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის ულტიმატუმს პასუხობენ. ზურაბიშვილმა თქვა, რომ გრიგოლ ვაშაძეს ინაუგურაციაზე იმ შემთხვევაში მიიწვევს, თუ ის მის ლეგიტიმურობას აღიარებს. ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არ აღიარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ გრიგოლ ვაშაძე ზურაბიშვილის ინაუგურაციას არ დაესწრება. „ჩვენ არ ვაღიარებთ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად. ის არის არალეგიტიმური პრეზიდენტი ქვეყნის, შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ეს ინაუგურაცია გრიგოლ […]

უსუფაშვილი ზურაბიშვილს გამარჯვებას არ მიულოცავს – “მე მას თანავუგრძნობ”

დავით უსუფაშვილს პრეზიდენტობა მოუნდა

სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას არ და ვერ ვულოცავ, მე მას თანავუგრძნობ, – ამის შესახებ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როდესაც ქვეყანა რამდენიმე წლით უკან იხევს, ამ პროცესში პირველ ადგილზე გასულს ნამდვილად არა აქვს მისალოცად საქმე. „ზურაბიშვილი გახდა პრეზიდენტი და ეს უკვე შემდგარი პოლიტიკური მოვლენაა. მას ამ გამარჯვებას არ და ვერ ვულოცავ, […]

ფაშინიანი ზურაბიშვილს – “თქვენი არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა”

რა ხდება სომხეთში - რატომ მოითხოვს ნიკოლ პაშინიანი პრემიერ სერჟ სარგსიანის გადადგომას

„მიიღეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა მოძმე საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით. თქვენი არჩევა საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენაა და გულით გისურვებთ, რომ თქვენი მმართველობა საქართველოს ისტორიაში ხანგრძლივი აღმასვლითა და კეთილდღეობით აღინიშნოს“, – სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა სალომე ზურაბიშვილს მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა. „ჩვენ გავაფართოვებთ ორმხრივ დღის წესრიგს ახალი შინაარსიანი პროგრამებით და სომხეთისა და […]